დავით ჭიჭინაძე - ამდენი ატომური იარაღის მფლობელმა რუსეთმა ვერ შეძლო 400 მილიარდის დაცვა, ისე ფუკასავით ააცალეს - წარმოგიდგენიათ, რა დღეშია ახლა ივანიშვილი ამას რომ უყურებს?

ამდენი ატომური იარაღის მფლობელმა რუსეთმა ვერ შეძლო 400 მილიარდის დაცვა, ისე ფუკასავით ააცალეს, წარმოგიდგენიათ, რა დღეშია ახლა ივანიშვილი თავისი 10 მილიარდით ამ ყველაფერს რომ უყურებს?, - ამის შესახებ მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი მხოლოდ ფინანსური ნაწილია.

„ამიტომაც აქვს ამოიღლიავებული საქართველო მთელი თავის ბიუჯეტით. აბა, პოლიტიკა რომ აინტერესებდეს, პასუხისმგებლობებს არ გაექცეოდა. მისთვის მთავარი მხოლოდ ფინანსური ნაწილია. იმიტომაც წარმოადგენს მას დასავლეთში ზურაბიშვილი და არა კობახიძე-ღარიბაშვილები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ სამარეს ითხრიან თავიანთი რიტორიკით. „ქართულ ოცნებასთან“ ისევ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა კი, მხოლოდ ქვეყანას დააზარალებს და უკან დახევს, ოპოზიციას კი, საბოლოოდ დამარხავს“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა