მიხეილ სარჯველაძე - ირაკლი კობახიძის შეთავაზება კარგი ლუსტრაცია იქნება ოპოზიციის დაუსაბუთებელი პრეტენზიებისთვის და ამით წერტილი დაესმება მოქალაქეებისთვის ნაცრის შეყრას მათი მხრიდან

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის შეთავაზება კარგი ლუსტრაცია იქნება ოპოზიციის დაუსაბუთებელი პრეტენზიებისთვის და „ამით წერტილი დაესმება მოქალაქეებისთვის ნაცრის შეყრას მათი მხრიდან“.

„დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა საზოგადოების თვალწინ კამათი, ოპოზიცია დაუსაბუთებლად გვთავაზობდა უკმაყოფილებებს და საზოგადოება შეჰყავდათ შეცდომაში, როცა ამბობდნენ, რომ საქართველოს აქვს რესურსი, მიეღო გადაწყვეტილებები, რომელიც დისკომფორტს შეუქმნიდა რუსეთს და ქმედითად გამოადგებოდა უკრაინას. იმისთვის, რათა რეალურად გამოჩნდეს, რომ ასეთი უკმაყოფილებების და დაუსაბუთებელი განცხადებების მიღმა არავითარი შინაარსობრივი მხარე არ იდგა და არგუმენტებით არ იყო გამყარებული, ყველაზე კარგი ლუსტრაცია მოხდება, როცა შეთავაზება მიეცა ოპოზიციას, დაასახელონ კონკრეტული არგუმენტები, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ წერტილი დაესვას დაუსაბუთებლად პრეტენზიების გაცხადებას, რომლის მიღმაც არავითარი არგუმენტი არ დგას. ვფიქრობ, ამით წერტილი დაესმება მოქალაქეებისთვის ნაცრის შეყრას ოპოზიციის მხრიდან,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

სარჯველაძე ასევე გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას, რომ ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელი შეუშალოს და აღნიშნა, რომ ოპოზიცია მერკანტილურ ინტერესებში შემჩნეულია და „ამისთვის იმეტებენ და სწირავენ სახელმწიფოს ინტერესსაც“. მისივე თქმით, მსგავს ქმედებას ადგილი ჰქონდა ვიზალიბერალიზაციის მიღების წინაც.

ცნობისათვის, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათი ინფორმაციით, კონკრეტული პოლიტიკოსები რადიკალური ოპოზიციიდან ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებენ.

ამასთან, მან ოპოზიციას მიმართა, საჯაროდ გამოვიდნენ და კონკრეტულად ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად. მისივე თქმით, საჯაროდ დასმულ კითხვებზე თავადაც საჯაროდ გასცემენ პასუხს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა