სალომე სამადაშვილი - პრეზიდენტს მოვუწოდებ, საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენოს შეცდომის გამოსასწორებლად და ნიკა გვარამია შეიწყალოს

„ლელოს“ პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას დაპატიმრება გამიზნული პროვოკაცია იყო ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშესაშლელად.

სამადაშვილი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომ საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენოს შეცდომის გამოსასწორებლად ნიკა გვარამიას შეწყალებისთვის. მისივე განცხადებით, ამით პრობლემა სწრაფად მოგვარდება.

“ნიკა გვარამიას დაპატიმრება შეფასებულია, როგორც დამოუკიდებელი მედია მენეჯერის პოლიტიკური ნიშნით სამართლებრივი დევნა. მე, ნიკა გვარამიას დაპატიმრების დღესვე მოვუწოდე საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს, რომ გამოიყენოს შეწყალების კონსტიტუციური უფლება ნიკა გვარამიასთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ დღეს, როდესაც ამ ძალიან რთულ გზას გავდივართ ევროკავშირში და ნატო-სთან მიმართებაში მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ, მიმაჩნია, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება გამიზნული პროვოკაცია იყო ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშესაშლელად. მოვუწოდებ, საქართველოს პრეზიდენტს, რომ საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენოს ამ შეცდომის გამოსასწორებლად და ნიკა გვარამიას შეწყალებისთვის, რომელიც ამ პრობლემას, კონკრეტულ პატიმართან მიმართებაში სწრაფად მოაგვარებს“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს