გიგა ბოკერია - ყველას, ვისაც სურს, რომ საქართველო დასავლეთისკენ წავიდეს, უნდა იღწვოდეს, რომ ივანიშვილის რეჟიმი მაქსიმალურად სწრაფად ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას

ვიდრე ეს რეჟიმი - ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა გვყავს, საქართველოს ნულოვანი შანსი აქვს სამშვიდობოს გაღწევის, თავისუფლებისა და ჩვენი უსაფრთხოების დაცვის, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, „ქართული ოცნების“ განცხადებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები ოპოზიციიდან აწარმოებენ აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ.

„იმისათვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, უნდათ რომ დასავლეთში წარუმატებლობა დააბრალონ ოპოზიციას და მის კრიტიკას, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ უნდა ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს ის, რასაც ვთვლით რომ სიმართლეა.

ვიდრე ეს რეჟიმი გვყავს - ივანიშვილი და მისი გარემოცვა, საქართველოს ნულოვანი შანსი აქვს სამშვიდობოს გაღწევის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვის. ამიტომ, ყველა მოქალაქეს, განურჩევლად მისი პოლიტიკური სიმპათიისა, ყველას ვისაც უნდა იხილოს საქართველო თავისუფალი სამყაროს ნაწილად, ევროპის, ნატო-ს, ევროკავშირის ნაწილად და დაცულად, ამისთვის შეუძლიათ რეჟიმის მშვიდობიანი ჩამოცილებაში საკუთარი წვლილის შეტანა.

ყველა, ვისაც უნდა, რომ საქართველო ევროპისკენ და დასავლეთისკენ წავიდეს, უნდა იღვწოდეს იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა მაქსიმალურად სწრაფად ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა