არჩილ თალაკვაძე - საზოგადოება უნდა იცნობდეს იმ ანტიგმირებს, ვინც საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ მუშაობს

რადიკალური ოპოზიცია გადასულია საქართველოს ოპონირებაზე საერთაშორისო ფორუმებზე, ეს ხდება სხვადასხვა ტიპის ანგარიშებით, ჩრდილოვანი ანგარიშებით, რომელსაც აწვდიან ევროპულ სტრუქტურებს, საერთაშორისო და ადგილობრივი მედიის გამოყენებით, - ამის შესახებ ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, "რადიკალური ოპოზიცია" მუშაობს ყველა მიმართულებით იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს სტატუსის მიღებას.

"ამას აკეთებენ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესებით, რადიკალურმა ოპოზიციამ დაკარგა რეალური ფუნქცია - ხელისუფლების ოპონირება და ისინი გადასულნი არიან საქართველოს ოპონირებაზე და ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაზე საერთაშორისო ფორუმებზე, ეს ხდება სხვადასხვა ტიპის ანგარიშებით, ჩრდილოვანი ანგარიშებით, რომელსაც აწვდიან ევროპულ სტრუქტურებს, საერთაშორისო და ადგილობრივი მედიის გამოყენებით, საზოგადოება უნდა იცნობდეს იმ ანტიგმირებს, ვინც მუშაობს საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ. ზუსტად ასეთივე პროცესი იყო ვიზალიბერალიზაციის პროცესის განხილვის დროს,"- განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო