სალომე სამადაშვილი - მოვუწოდებ ღარიბაშვილს, გაასაჯაროვოს ბრიუსელში მიღებული 20-პუნქტიანი დოკუმენტი - ივანიშვილის დავალება არ ყოფილა, რომ დასავლეთთან ურთიერთობები გაენადგურებინათ, ამიტომ არიან კობახიძე-ღარიბაშვილი თავის მართლების რეჟიმში

ღარიბაშვილს და კობახიძეს აქვს სრული ისტერიკა - მოვუწოდებ, დღესვე გაასაჯაროვოს ღარიბაშვილმა 20-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც მიიღო ბრიუსელში ყოფნის დროს, სადაც ჩამონათვალია იმ პრობლემების,რომელიც ხელისუფლების მხრიდან დაუყონებლივ გადასაჭრელია,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილის დავალება არ ყოფილა ის, რომ დასავლეთთან ურთიერთობები ასე გაენადგურებინათ და ამიტომ არიან კობახიძე და ღარიბაშვილი "ისტერიულად თავის მართლების რეჟიმში, რადგან ძალიან დარდობენ ივანიშვილი რას ფიქრობს მათზე და ალბათ, კარგს არაფერს ფიქრობს". მისივე თქმით, კობახიძეს ევროპაში, თავისივე პარტნიორ სოციალისტურ პარტიაში "პარანოიდული შიშებით შეპყრობილ პოლიტიკოსად" თვლიან.

„მე ღარიბაშვილის ვიზიტამდეც ვიყავი ბრიუსელში და მისი ვიზიტის შემდეგაც, რეალობა არის ის, რომ ღარიბაშვილის ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა, რაც საქართველოს პერსპექტივის შეფასებებს შეეხება, რადგან ვერც ერთ შეკითხვას პასუხი ვერ გასცა ღარიბაშვილმა და შესაბამისად, ჩვენ დღეს ვხედავთ „ქართული ოცნების“ ისტერიკას, რომლებიც ელოდებიან წარუმატებლობას ევროპულ ასპარეზზე. ერთი მხრივ, ისინი ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს, მეორე მხრივ, დასავლეთთან ურთიერთობები ასეთ დაბალ ნიშნულზე არ ყოფილა, რაც არ აწყობს ივანიშვილს, იმიტომ, რომ მას არ სჭირდება ზედმეტად დაძაბული და წარუმატებელი ურთიერთობები დასავლეთთან. სწორედ ამიტომ ატეხა კობახიძემ და ღარიბაშვილმა ეს ისტერიული თავდასხმა ოპოზიციაზე. სწორედ მსგავსი განცხადებების გამო არის, რომ დღეს ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" პარტნიორი პარტიის - "სოციალისტური პარტიის" წარმომადგებლებს მიაჩნიათ, რომ არის პარანოიდული შიშებით შეპყრობილი პოლიტიკოსი, რომელიც აზიანებს საკუთარი ქვეყნის მომავალს. ჩვენ ეროვნული ამოცანა გვაქვს, გადავარჩინოთ ჩვენი განაცხადის ბედი. მივმართავ ხელისუფლებას, დაბრუნდნენ შარლ მიშელის შეთანხმებაში, შევქმნათ ინტერპარტიული ჯგუფი, რომელიც მიშელის შეთანხმების აღდგენის შემდეგ გაემგზავრება ბრიუსელში და სხვა დედაქალაქებში. მოვუწოდებ, დღესვე გაასაჯაროვოს ღარიბაშვილმა 20- პუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც მიიღო ბრიუსელში ყოფნის დროს, სადაც არის ჩამონათვალი პრობლემების, რომელიც არსებობს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაუყონებლივ გადასაჭრელად, ეს უკავშირდება მართლმსაჯულების რეფორმას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და ბევრ სხვა ვალდებულებას, რაც შეუსრულებელია.

ბოლოს მინდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვუთხრა ის, რაც ჩვენც გვითხრეს ბრიუსელში, არავინ არ თხოვს არც ღარიბაშვილს, არც კობახიძეს და არც არავის სხვას, რომ სანქციები დაუწესონ რუსეთს, ერთადერთი რასაც მათ სთხოვენ არის ის, რომ არ გააკრიტიკოს ევროკავშირის პოლიტიკა სანქციებთან მიმართებაში და როგორც მინიმუმ გააკეთოს ის, რასაც მე პირადად ღარიბაშვილს დიდი ხანია მოვუწოდებ, რომ გაჩუმდეს, რადგან მისი ყოველი ხმის ამოღება ჩვენ ქვეყანას უჯდება ძალიან ძვირი ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო