თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - რამშტაინის ბაზაზე ჩატარებული შეხვედრები უშუალოდ უკრაინას ეხებოდა და ის ქვეყნები იყო მიწვეული, რომელიც უკრაინასთან მიმართებაში განიხილებოდა

რამშტაინის ბაზაზე ჩატარებული შეხვედრები უშუალოდ უკრაინას ეხებოდა და ის ქვეყნები იყო მიწვეული, რომელიც უკრაინასთან მიმართებაში განიხილებოდა - საქართველოსთან ცალკე ფორმატები არსებობს, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გააკეთა.

“რამდენიმე დღის წინ თავდაცვის ძალების მეთაური ბრიუსელში ბრძანდებოდა, სადაც შეხვდა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელძღვანელს, ადმირალ ბაუერს. ნატოსთან და ევროკავშირთან ერთად დაგეგმილია საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის განვითარების მიმართულება. საუბარია კონკრეტულ საკითხებზე. ნატო და ევროკავშირი უშუალოდ საქართველოს დაეხმარება. ეს სხვა ფორმატია, ჩვენ სხვა ფორმატები გვაქვს, - ასე უპასუხა ირაკლი ჭიჭინაძემ კითხვას, თუ რატომ არ მონაწილეობდა საქართველო რამშტაინის ბაზაზე გამართულ შეხვედრაში.

შეგახსენებთ, რომ აპრილის თვეში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ საჰაერო-სამხედრო ბაზაზე, უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების განსახილველად 40 ქვეყანას უმასპინძლა. შეხვედრაში საქართველო არ მონაწილეობდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო