გიორგი ვაშაძე - ღარიბაშვილი ბრიუსელიდან გამოაპანღურეს, რადგან მძიმეა რეალობა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველომ ისტორიული შანსი არ დაკარგოს

ღარიბაშვილი ბრიუსელიდან გამოაპანღურეს, რადგან მძიმეა რეალობა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველომ ისტორიული შანსი არ დაკარგოს,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" ახლა ცდილობს ოპოზიციაზე გადაბრალებით პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს, ხოლო უკრაინის საკითხით სურთ "ომი გინდათ" თემა" უფრო მაღლა წამოსწიონ და ევროკავშირის საკითხი გადაფარონ.

„სანქციები ჩვენ არ მოგვითხოვია, ეს მათ უნდათ საზოგადოებაში ასე გაყიდონ. ჩვენ ვუთხარით, რომ შესამუშავებელია საკანონმდებლო პაკეტი, რომ სანქციების გვერდის ავლა არ მოხდეს და ამაში დარწმუნებული იყოს როგორც მოსახლეობა, ასევე საერთაშორისო პარტნიორები. ასეთი დოკუმენტი არავის თვალით არ უნახავს, არ არსებობს არც ერთი ბრძანება, საჯაროდ მივმართე და პასუხი არ მოუციათ, არის და გვიმალავენ?! მე მაქვს მათთან კითხვები და ამაში ჩანს მათი ანტიდასავლური პოზიცია, რატომ ესხმიან თავს ჩვენს პარტნიორებს, რატომ აფინანსებენ ანტიუკრაინულ, ანტიზელენსკი კამპანიას, რატომ დაიჭირეს ნიკა გვარამია მაინც და მაინც პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის წინ და ზუსტად მაშინ, როცა ევროკავშირიდან ნეგატიური რეაქცია წამოვიდოდა, სექტემბერში არ შეეძლოთ ამის გაკეთება? ხომ კარგად იცით თქვენ, რომ შეეძლოთ, ახლა გააკეთეს იმიტომ, რომ არ უნდათ კანდიდატის სტატუსი მიიღონ, მითუმეტეს, არ უნდათ იქიდან პირობები მოისმინონ, რა პირობებით მიიღებს სტატუსს, პროდასავლური მხარდამჭერები ჰყავთ და ერთი ხელით თამაშობენ ვითომ უნდათ ევროკავშირი, მეორე ხელით ყველაფერს აკეთებენ, რომ უარი მიიღონ. ძალიან კონკრეტულად ეუბნებიან „ოცნებას“, ნუ ხარ გადამგდები, შეასრულე 19 აპრილის შეთანხმება; სასამართლოს ნუ მართავს კლანი, მოაშორე კლანი; ეუბნებიან რომ ოპონენტებთან უნდა ითანამშრომლონ და არ უნდა დახატო მტრის ხატი, ეუბნებიან, რომ არ დააკავონ მედიასაშუალების ხელმძღვანელი იმიტომ, რომ შენ ასე გინდა, ამ ყველაფერზე პასუხი რომ არ აქვთ, ახლა ჩამოვიდა, გამოაპანღურეს ასე გამოდის ბრიუსელიდან, რადგან მძიმეა რეალობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველომ ისტოროული შანსი არ დაკარგოს,"- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისათვის, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათი ინფორმაციით, კონკრეტული პოლიტიკოსები რადიკალური ოპოზიციიდან ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებენ.

ამასთან, მან ოპოზიციას მიმართა, საჯაროდ გამოვიდნენ და კონკრეტულად ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად. მისივე თქმით, საჯაროდ დასმულ კითხვებზე თავადაც საჯაროდ გასცემენ პასუხს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო