გრიგოლ ლილუაშვილი კოკა კაციტაძეს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კოკა კაციტაძეს შეხვდა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილს დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და განვითარების ხედვა გააცნო. ხაზი გაუსვა ძლიერი და ეფექტიანი დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის არსებობის მნიშვნელობას და საგამოძიებო ორგანოს ინსტიტუციური და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით განსახორციელებელ ცვლილებებს.

შეხვედრაზე კოკა კაციტაძემ ვრცლად ისაუბრა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განვითარების სტრატეგიაზე, რომელიც მიზნად ისახავს დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და დანაშაულის პრევენციისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს სამოხელეო დანაშაულების პრევენციის საბჭოს შექმნის ინიციატივა დეტალურად გააცნო.

საბჭოს შექმნა სამოხელეო დანაშაულის შემცირებისკენ გადადგმული სტრატეგიული ნაბიჯია. საბჭოს მუშაობაში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ერთად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, სადაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარდგენილი იქნება საქმიანობის ანგარიში, მოხდება სამართალდამცავების საქმიანობაში გამოვლენილი ხარვეზების და ტენდენციების იდენტიფიცირება და მათი გადაწყვეტის გზები ერთობლივად დაისახება. საბჭოს ფორმატში განხილული საკითხები უწყებებს მისცემს შესაძლებლობას დაინახონ ობიექტური სურათი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია ამ უწყებების გამართულ ფუნქციონირებასთან და ხელს შეუწყობს მათ ჩართულობას დანაშაულის პრევენციის მექანიზმში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის და კოორდინაციის მნიშვნელობას.

შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები - გიორგი კვარაცხელია და ნათია სონღულაშვილი, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი შოთა რიჟამაძე და გენერალური ინსპექციის უფროსი თემურ კვანტალიანი დაესწრნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო