იაგო ხვიჩია - კანონში ჩავწეროთ, რომ სამყაროში ერთადერთი პარლამენტი ვართ, სადაც ოპოზიციის ინიციატივებს არ იხილავენ

თუ ოპოზიციას დე ფაქტოდ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება ჩამოგვერთვა და ჩვენი ინიციატივები არ იხილება, მაშინ კანონში ჩავწეროთ, რომ სამყაროში ერთადერთი პარლამენტი ვართ, სადაც ოპოზიციის ინიციატივებს არ იხილავენ! - აღნიშნული განცხადება პოლიტიკურ ჯგუფ “გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ბიუროს სხდომაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ბიურომ “სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებზე “გირჩის“ კანონპროექტის განხილვა 30 დღით გადაავადა.

აღნიშნული პროექტი პარლამენტს ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში წარედგინა და მას შემდეგ განხილვის ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა.

“რამდენი ხნით შეიძლება ასე გაგრძელდეს. 30 დღით ერთხელ გადავდეთ და მეათე თვის ბოლოსაც კიდევ 30 დღით გადავდეთ. როდის არის ბოლო ვადა?! პროექტს უკვე მეხუთეჯერ ვდებთ. პარლამენტის ვადა 2024 წლისთვის რომ ამოიწურება, შემდეგი პარლამენტისთვის გადავდოთ?! თუ რაიმე ჩემი გასაკეთებელია, მითხარით და ვიზამ, თუ პარლამენტის გასაკეთებელია - პარლამენტმა გააკეთოს. კანონში წერილია, რომ პროექტი რაღაც ვადაში იხილება და შეიძლება განხილვა გამონაკლისის სახით გადაიდოს, მაგრამ შეიძლება, რომ ათი თვე სულ გამონაკლისი იყოს და სულ იდებოდეს?! თან ეს ისეთი კანონებია, რომელსაც ციხეში მყოფი ადამიანები ელოდებიან“, - განაცხადა ხვიჩიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა