ჰუბერტ ქნირში - განაჩენში, რომლითაც ადამიანი რამდენიმე წლით ციხეში უნდა ჩაჯდეს, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ ეს არის მხოლოდ არსებული სამართლის კორექტული გამოყენება, რომელზეც ზეგავლენა არ იქონია მსჯავრდებულის პოლიტიკურმა მდგომარეობამ

განაჩენში, რომლითაც ადამიანი რამდენიმე წლით ციხეში უნდა ჩაჯდეს, ძალიან მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ ეს არის მხოლოდ არსებული სამართლის კორექტული გამოყენება და რომელზეც ზეგავლენა არ იქონია მსჯავრდებულის პოლიტიკურმა მდგომარეობამ, - ასე უპასუხა გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა „პალიტრანიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებულ კითხვას.

ელჩის განცხადებით, მას აქვს კითხვები, როგორც პროცესისა და განაჩენის, ასევე ამ განაჩენისა და პროცესის კრიტიკის მიმართ.

ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, რომ გასული წლების განმავლობაში არაერთი სასამართლო პროცესი ჩატარდა პოლიტიკურად აქტიური პირების წინააღმდეგ და ისინი ყოველ ჯერზე მეტად აკვირდებოდნენ იმას, თუ როგორ მოქმედებს სასამართლო სისტემა.

,,მართლაც ბატონი [ნიკა] გვარამიას მიმართ გამოტანილმა განაჩენმა დიდი ყურადღება მიიპყრო. ამ საქმეს ჩვენც დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. გასული წლების განმავლობაში ჩატარდა მთელი რიგი სასამართლო პროცესებისა პიროვნებების წინააღმდეგ, რომლებიც პოლიტიკურადაც აქტიურები არიან და ყოველი ასეთი პროცესის მერე ყურადღება კიდევ უფრო იზრდება, კიდევ უფრო მეტად ვაკვირდებით, რას აკეთებს საქართველოს სასამართლო სისტემა. მე მაქვს კითხვები ამ პროცესის მიმართ, ამ განაჩენის მიმართ, მაგრამ მაქვს ასევე კითხვები იმასთან, რაც შეეხება ამ პროცესის და ამ განაჩენის კრიტიკას. სანამ შორს მიმავალ პოლიტიკურ დასკვნებს გავაკეთებთ, უკეთესი იქნებოდა, რომ ყველამ პატივი ვცეთ სასამართლო სისტემას, სამართალს და დაველოდოთ დასაბუთებულ განაჩენს, რომელიც ჯერ არ გასაჯაროებულა, და ის ძალიან დეტალურად შევისწავლოთ“, -განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, განაჩენში ცალსახად უნდა ჩანდეს, რომ ეს არ არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, მხოლოდ იმიტომ ვინმეს მოსწონს სატელევიზიო პროგრამა თუ არა.

,,განაჩენში, რომლითაც ადამიანი რამდენიმე წლით ციხეში უნდა ჩაჯდეს, ძალიან მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ ეს არის მხოლოდ არსებული სამართლის კორექტული გამოყენება, და რომელზეც ზეგავლენა არ იქონია მსჯავრდებულის პოლიტიკურმა მდგომარეობამ, პოლიტიკურმა პოზიციამ, რომ ეს განაჩენი არ არის იმაზე დამოკიდებული, ვინმეს მოსწონს სატელევიზიო პროგრამა თუ არა“, - აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა.

დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში უნდა იყოს სამართლებრივი სისტემა, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი ენდობა და სწორედ ეს არის ევროკავშირისკენ მიმავალი პროცესის ნაწილი.

,,მთლიანობაში კი მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში იყოს სამართლებრივი სისტემა, როდესაც ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად თავისი პოლიტიკური სტატუსისა თუ შეხედულებებისა, ექნება ნდობა, რომ ქართული სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი არ არის პოლიტიკური სიტუაციის გავლენის ქვეშ გამოტანილი. სწორედ ეს არის ევროკავშირისაკენ მიმავალი პროცესის ნაწილი“, -განაცხადა გერმანიის ელჩმა.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა