ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოში არსებული სტაბილური და ხელშემწყობი ბიზნესგარემო იაპონიას ჩვენს რეგიონში ახალ საბაზრო შესაძლებლობებს უქმნის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტ აკიჰიკო ტანაკასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

პრემიერის განცხადებით, საქართველოში არსებული სტაბილური და ხელშემწყობი ბიზნესგარემო იაპონიას ჩვენს რეგიონში ახალ საბაზრო შესაძლებლობებს უქმნის.

ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოში განხორციელებული პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტ აკიჰიკო ტანაკასთან არსებული პარტნიორობის გაფართოების პერსპექტივებზე ნაყოფიერი საუბარი მქონდა. იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოში განხორციელებული პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი. საქართველოში არსებული სტაბილური და ხელშემწყობი ბიზნესგარემო იაპონიას ჩვენს რეგიონში ახალ საბაზრო შესაძლებლობებს უქმნის", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს