მამუკა მდინარაძემ განმარტა, რა საკითხებზე იმსჯელეს უმრავლესობის სხდომაზე

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განმარტა, რა საკითხებზე იმსჯელა

უმრავლესობამ პარტიის ოფისში გამართულ სხდომაზე.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მიმდინარე კვირა, პოლიტიკურად, დატვირთული და საინტერესო იქნება.

„საკმაოდ დატვირთული კვირა იქნება. 24 მაისს, პოლიტიკურ განცხადებებთან და მიმდინარე კანონპროექტების განხილვასთან ერთად, გვექნება დებატები, რომელიც ოპოზიციის მოთხოვნით ჩატარდება ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხთან დაკავშირებით.

25 მაისს, იქნება „მინისტრის სააათი“ ამ ფორმატში, საქართველოს რეგლამენტის მოთხოვნების თანახმად, საქართველოს პარლამენტის წინაშე წარსდგება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და შეეხება ძალიან ბევრ თემას, რომელიც სამწუხაროდ, ამ პოლიტიკური ვნებათაღელვის ფონზე, ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე და ამ მიმართულებით იქნება ძალიან სინტერესო დღე.

27 მაისს, ჩვენ გვექნება საკმაოდ დატვირთული და საინტერესო დღე, ინტერპელაციების დღე, როდესაც საქართველოს პარლამენტის წინაშე მოხსენებებით წარდგებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და იუსტიციის მინისტრი”,- აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, სწორედ აღნიშნულით დასრულდება მიმდინარე სასესიო კვირა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა