მამუკა მდინარაძე ნიკა გვარამიას საქმეზე - თუ დანაშაული არსებობს და 7 მილიონამდე ზიანს შეეხება, 10 000-ის და 15 000-ის გულისთვის ზის ხალხი ციხეში და შეიწყალა ისინი ვინმემ?

თუ ეს დანაშაული არსებობს და 7 მილიონამდე ზიანს შეეხება, 10 000-ის და 15 000-ის გულისთვის ზის ხალხი ციხეში და შეიწყალა ისინი ვინმემ? - ასე პასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიას დაკავების საკითხი საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით არსებულ პროცესებს ვერ დააზიანებს და „შეუძლებელია დასავლეთმა ამ პროცესების დაზიანების ავტორობა იტვირთოს იმისათვის, რომ ვიღაც ჩადენილი დანაშაულისათვის დაისაჯა“.

„მე, როგორც თქვენ, სისხლის სამართლის საქმის მასალებს დეტალურად არ ვიცნობ. მე მოვისმინე მხოლოდ ბრალდების მხარის არგუმენტები. დაცვის მხარის არგუმენტები არცერთი მომისმენია. მოვისმინე ზოგადი: “მედიამენეჯერის დაჭერა როგორ შეიძლება”, “დემოკრატიას ეწინააღმდეგება”. ასეთი რაღაცებს საუბრობენ. კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტი, ფაქტობრივი არგუმენტი, რატომ არ ჩაუდენია ამ ადამიანს დანაშაული, არ მომისმენია. ზოგადი მესიჯებით შემოიფარგლებით როგორც ყოველთვის. რაც შეეხება თქვენს კითხვას - თუ ეს დანაშაული არსებობს და 7 მილიონამდე ზიანს შეეხება, 10 ათასის და 15 ათასის გულისთვის ზის ხალხი ციხეში. შეიწყალა ის ხალხი ვინმემ?“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან ასევე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას შეწყალების საკითხი გაიხსენა და განაცხადა, რომ 48 მილიონის მომპარავი ადამიანის შეწყალება მინიმუმ უხერხულია.

„48 მილიონზე იყო საუბარი და ამასთან დაკავშირებით ჩემი კრიტიკული განცხადება გაიხსენეთ. არ შეგვიქია მაშინ საქართველოს პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი იყო. უგულავას შეწყალების საკითხში საკმაოდ კრიტიკული ვიყავი. 48 მილიონის მომპარავი ადამიანის შეწყალება მინიმუმ უხერხულია, ძალიან რბილად რომ ვთქვათ. მაინც პრეზიდენტის ინსტიტუტს და ქალბატონ სალომეს ვცემ პატივს, მაგრამ მინიმუმ უხერხულია მაშინ, როდესაც ძალიან კარგად იცი, რომ ქვეყანაში ათასობით, ან ასობით პატიმარი გყავს, რომელიც 1 000, 2 000, 10 000 თუ 20 000-ლარიანი კორუფციისთვის ციხეში სხედან. ახლა ის ხალხი რას ფიქრობს და მოქალაქეები, რომლებიც გვისმენენ რას ფიქრობენ? ასე შეუძლია ვიღაცას 7 მილიონი, 10 მილიონი, ვიღაცამ 48 მილიონი ზიანი მიაყენოს სახელმწიფოს და არაფერი - შეიწყალებენ მერე. არის თუ არა ეს სამართლიანი ეს საზოგადოებამ განსაჯოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო