ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთის მიერ სევეროდონეცკის ხელში ჩაგდების შემთხვევაში, მთელი ლუგანსკის ოლქი ოკუპაციის ქვეშ მოექცევა

რუსეთმა გაზარდა დონბასში ოპერაციების ინტენსივობა, რადგან ის ცდილობს ალყა შემოარტყას სევეროდონეცკს, ლისიჩანსკსა და რუბეჟნოეს, რათა მთელი ლუგანსკის ოლქი ოკუპაციის ქვეშ მოაქციოს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, ამჟამად რუსეთის ოპერაციების ჩრდილოეთ და სამხრეთ ღერძები გამოყოფილია უკრაინის მიერ კონტროლირებადი დაახლოებით 25 კმ-იანი ტერიტორიით.

„უკრაინის „გაერთიანებული ძალების ოპერაცია“, სავარაუდოდ, ინარჩუნებს ეფექტურ სარდლობას და კონტროლს ამ ფრონტზე. თუმცა, რუსეთმა მიაღწია გარკვეულ ლოკალიზებულ წარმატებებს, ნაწილობრივ საარტილერიო დანაყოფების კონცენტრაციის გამო.

რუსეთის მიერ სევეროდონეცკის ხელში ჩაგდების შემთხვევაში, მთელი ლუგანსკის ოლქი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოექცევა. ეს ოპერაცია, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად რუსეთის მთავარ ძალისხმევას წარმოადგენს, დონბასის დაპყრობის კამპანიის მხოლოდ ერთი ნაწილია.

თუ დონბასის ფრონტის ხაზი უფრო დასავლეთით გადავა, ეს გააფართოებს რუსეთის საკომუნიკაციო ხაზებს და, სავარაუდოდ, მის ძალებს ლოგისტიკური მომარაგების კუთხით შემდგომი სირთულეები შეექმნება,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა