შალვა პაპუაშვილი - გვარამიას საქმეს ეპიზოდურად იცნობენ და ასე, ზედაპირული შეფასებების საფუძველზე აძლევენ თავს უფლებას თქვან, რომ არ არის დამნაშავე

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამართლებრივ სახელმწიფოში გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს და ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს. ამის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების შესახებ

როგორც მან აღნიშნა, სამართლებრივი სახელმწიფოს ნაწილია, რომ ყველას შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.

„ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და გადაწყვეტილებას ადამიანის ბრალეულობასთან დაკავშირებით სასამართლო იღებს. მოვისმინეთ სასამართლოს განაჩენი და ეს გახლავთ პირველი ინსტანციის სასამართლო. ვიცით, რომ როგორც ბრალმდებელი, ისე დაცვა აპირებენ, რომ გაასაჩივრონ ეს განაჩენი სააპელაციო წესით, წინ არის სააპელაციო სასამართლო. სხვა, დანარჩენი არის ადამიანების მოსაზრებების საფუძველზე ვიღაცის მიმართ განაჩენის გამოტანა. ჩვენ ამას ყოველდღიურად ვხედავთ სოციალურ ქსელში. სამწუხარო ტენდენციაა, რომელიც დამკვიდრდა, რომ არის დაშინების გარკვეული ჯგუფი, რომელიც ფიქრობს, რომ მას გარკვეულწილად უფლება აქვს ვიღაცები ასე ზეპირად და ზედაპირულად გაასამართლოს, თქვას დამნაშავე ან უდანაშაულოა. ვისაც ისინი თითს დაადებენ, რომ არის დამნაშავე - ცხადდება დამნაშავედ და ჩვენ მერე ვხედავთ მათ შორის, ფსიქოლოგიურ შედეგებს სხვადასხვა ადამიანზე,როდესაც მათზე ბულინგი მიდის სოციალურ ქსელში და პირიქით, ვისზეც იტყვიან და თითს დაადებენ, რომ ეს არის უდანაშაულო, რატომღაც ყველა მიიჩნევს, რომ ის არის უდანაშაულო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით, თუ სასამართლო ჩათვლის, რომ პირი დამნაშავეა, განაჩენი გამოაქვს, „ამას შეფასებები და ადამიანების განსჯა ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს“.

„რაც შეეხება შეფასებებს, საქმეს ეპიზოდურად იცნობენ, მათ შორის, სახალხო დამცველმა თქვა, რომ საქმის მხოლოდ ერთ ეპიზოდს იცნობს, სხვებიც ამას ამბობენ და ასე, ეპიზოდური, ზედაპირული შეფასებების საფუძველზე თავს უფლებას აძლევენ, რომ გააკეთონ განცხადებები - დამნაშავეა, არ არის დამნაშავე. სამართლებრივი სახელმწიფოს პატივისცემა გულისხმობს სასამართლოს გადაწყვეტილების პატივისცემას“, - აცხადებს პაპუაშვილი.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ევროპარლამენტარ, რაფალ გლუკსმანიის მიერ ქართულ მედიასთან გაკეთებულ შემდეგ განცხადებასაც: „როგორ წარმოუდგენია საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი იმ ფონზე, როცა გავლენიან ევროპარლამენტარებს კრიმინალებს უწოდებენ. ეს სიგიჟეა, საქართველოს ახლა ჰყავს მთავრობა, რომელიც რუსეთის რეჟიმს იმეორებს“. პაპუაშვილის თქმით, „დეპუტატი რაფაელ გლუკსმანი წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო და მრჩეველი იყო, მათ შორის პიარის მიმართულებით". "ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს კავშირები არსებობს“, - აცხადებს პაპუაშვილი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა