შალვა პაპუაშვილი - კარგია, ბოლო პერიოდში აღარ საუბრობენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი უკანონოდ არის დაპატიმრებული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, როდესაც საუბარია მიხეილ სააკაშვილიქვეყნის ტერიტორიის გარეთ გაყვანაზე, ამის მიზანია, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი არ მოიხადოს.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას არსად მოუსმენია, რომ მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება საქართველოში არ უტარდება.

„კარგია, ბოლო პერიოდში რომ აღარ საუბრობენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი უკანონოდ არის დაპატიმრებული. ყველა ნელ-ნელა ეგუება იმ აზრს, რომ როდესაც ადამიანი სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელს დააფარებს, ის უნდა დაისაჯოს. როდესაც ადამიანი საქართველოს პარლამენტის წევრს ფაქტობრივად, სასიკვდილოდ აცემინებს, ის ადამიანი უნდა დაისაჯოს. მგონი, ამას უნდა შევეგუოთ. რაც შეეხება მეორე საკითხს, სასჯელის მოხდის პირობებს და მათ შორის, ჯანმრთელობის კუთხით, როგორც კი დასჭირდა სააკაშვილს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება, იცით, რომ პენიტენციური სისტემა მისი პატიმრობის პირველივე დღიდან ამ სამედიცინო დახმარებას უწევდა ხან სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში, ხან თავად სასჯელაღსრულების სისტემაში შემავალ დაწესებულებაში, შემდეგ იყო სამოქალაქო კლინიკა გორში, ახლა მეორე სამოქალაქო კლინიკა თბილისში. ასე რომ, ყველა სამედიცინო მომსახურება მას გაეწევა. მე როგორც ვხვდები, მას ექიმების ან კლინიკის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია. ხომ არ უნდა ამოვიდეთ იქიდან, უნდა დადგეს თუ არა გადაყვანა-არგადაყვანის საკითხი? უნდა ამოვიდეთ იქიდან, საერთოდ სჭირდება თუ არა მას რაიმე კვლევა, მომსახურება და რა სამედიცინო სერვისი გაეწევა. ამ კუთხით, მე რაიმე შინაარსობრივი პრობლემის შესახებ არ მომისმენია გარდა იმისა, რომ არის მცდელობა, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის არიდებისა. ქვეყნის ტერიტორიის გარეთ გაყვანა არის მიზანი, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის მან სასჯელი არ მოიხადოს. თავს ნუ მოვიტყუებთ, [რომ ეს არის სასჯელის გადავადება], - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა