ალეკო ელისაშვილი - ისტორია სუფრაზე გაგონილი ამბებით ვიცით, ამის შედეგია, რომ ყველა, ვინც გაივლის და გამოივლის, წამოუტყაპუნებს ერეკლე მეფეს - უვიცობას ნუ გამოვავლენთ

თუ უვიცობასა და რეგვენობასთან არ გვაქვს საქმე, სხვაგვარად როგორ შეიძლება თქვა, რომ ერეკლემ სახელმწიფო ჩააბარა რუსეთს? უნდა წაიკითხო ელემენტარული გეორგიევსკის ტრაქტატი - იქ არსად წერია, რომ სადმე რამეს ვაბარებდით რუსეთს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო დროს ის თვალყურს ადევნებს ძალიან გულდასაწყვეტ ტენდენციას, რომელიც ერეკლე მეორეს მეფობის პერიოდს ეხება.

„ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ან სუფრაზე გაგონილი ამბებით ვიცით ისტორია, ან სკოლაში დაზეპირებული თარიღებით. არც კონტექსტს გვიხსნიდნენ, არც პროცესს ვიაზრებდით. ამის შედეგია, რომ ვისაც არ ეზარება, ყველა, ვინც გაივლის და გამოივლის, წამოუტყაპუნებს ერეკლე მეფეს. როგორ ბედავენ ამას? ერთია გაიაზრო და კრიტიკულად შეაფასო და მეორეა, რომ ასეთი მძიმე იარლიყები არ მიაყენო წინაპარს, რომელიც მთელი ცხოვრება ხმლით ხელში იბრძოდა. 15 წლის ბიჭი იყო, როდესაც პირველი ბრძოლა მოიგო. უბანში კი არ იჩხუბა, ბრძოლა მოიგო და მტერი დაამარცხა პირისპირ ბრძოლაში და იმის შემდეგ ხმალი არ ჩაუგია.

რუსეთმა საქართველო არა გეორგიევსკის ტრაქტატის წყალობით დაიპყრო, არამედ 1801 წელს სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და ისე გამოაცხადა, რომ აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფო გააუქმა. კი ბატონო, კრიტიკულად გავიაზროთ ჩვენი წარსული, მაგრამ უვიცობას ნუ გამოვავლენთ და ჩვენს წინაპრებს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს