ალეკო ელისაშვილი - პოლონეთი აწვდის საბჭოთა იარაღს უკრაინას, სანაცვლოდ აშშ-სგან, ბრიტანეთისგან, გერმანიისგან იღებს თანამედროვე შეიარაღებას, ჩვენც შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, საბჭოთა ჯართი მოვიშოროთ და გადავცვალოთ ეფექტურ შეიარაღებაში

„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ინიციატივით გამოდის, ქვეყანამ უკრაინას საბჭოთა წარმოების იარაღი მიაწოდოს, სანაცვლოდ კი თანამედროვე სტანდარტების შეიარაღება მივიღოთ.

როგორც ელისაშვილმა პარლამენტში, სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ის ვერ ხედავს ხელისუფლების სურვილს უკრაინას დაეხმარონ და პირიქით, ლანძღავენ ვოლოდიმირ ზელენსკის.

ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ოპოზიციაში თუ არის ვინმე, ვინც მეტყვის რით შეიძლება დავეხმაროთ უკრაინას კარგი იქნება და მზად ვარ დებატებისთვისო. მეც მზად ვარ ვიდებატოთ ამ საკითხზე. მე ღრმად მწამს, რომ ხელიდან ვუშვებთ უზარმაზარ შესაძლებლობას, რომ ჩვენი თავდაცვის ძალები უფრო ძლიერი გახდეს უკრაინის დახმარებით.

ჩვენ, ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერების ათწლიანი გეგმა გვაქვს შემუშავებული, სადაც გაწერილი გვაქვს, თუ როგორ უნდა მოხდეს შეიარაღებაში არსებული ძირითადად საბჭოთა წარმოების იარაღის ჩანაცვლება დასავლური, ნატოს სტანდარტების შესაბამისი იარაღით.

უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს გავაკეთოთ ის, რასაც პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი აკეთებს. ერთი მხრივ, დავეხმაროთ ბრძოლაში ჩართულ მეგობარ და სტრატეგულ მოკავშირე უკრაინას საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში და გავაძლიეროთ, მეორე მხრივ, მოვახდინოთ ჩვენი ეფექტური გადაიარაღება. პოლონეთი აწვდის საბჭოთა იარაღს, რომელიც ასე ნაცნობია უკრაინისთვის, სანაცვლოდ შეერთებული შტატებისგან, ბრიტანეთისგან, გერმანიისგან იღებს ეფექტურ, თანამედროვე სტანდარტების შეიარაღებას.

შეგვიძლია ჩვენც ეს გავაკეთოთ, საბჭოთა ჯართი მოვიშოროთ და გადავცვალოთ ეფექტურ შეიარაღებაში. ამას გარდა, არაჩვეულებრივ ჩაფხუტებს და ჯავშანჟილეტებს აწარმოებს „დელტა“, რაც უბრალოდ შეგვიძლია გავუგზავნოთ. შეგვიძლია გავუგზავნოთ „დიდგორები“ სხვადასხვა ტიპის და მოდიფიკაციის კავშირგაბმულობის მანქანა სამედიცინო „მედევაკები“.

პრობლემა იმაშია, რომ ვერ ვხედავ ხელისუფლების სურვილს, რომ რამით დავეხმაროთ უკრაინას, იქით ლანძღავთ ზელენსკის“,- აღნიშნავს ელისაშვილი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს