ბექა დავითულიანი - კანდიდატის სტატუსის არმინიჭება იქნება რუსეთისთვის გზავნილი, რომ დასავლეთს არ შეუძლია დაიცვას მისი პარტნიორები - შეცდომა იქნება ნებისმიერი საბაბის წარდგენა, მაგალითად: „სასამართლო სისტემა უკეთესი უნდა გქონდეთ“

კანდიდატის სტატუსის არმინიჭება იქნება მძიმე ნაბიჯი, რომელიც მიღებული იქნება რუსეთის მიერ გზავნილად, რომ დასავლეთს არ შესწევს ძალა დაიცვას თავის პარტნიორები ამ რეგიონში და გადადგას ნაბიჯი მათთან მეტი ინტეგრაციისთვის, ეს იქნება აღქმული დაახლოებით ისე, როგორც 2008 წლის ომის წინ მაპ-ის არმინიჭება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირს აქვს ასევე საშუალება, რომ გარკვეული დათქმებით მიანიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი.

„სტატუსის არმინიჭება გაზრდის ნიჰილიზმს ხალხში და შექმნის სერიოზული უსაფრთხოების რისკებს რეგიონში. ამიტომ საქართველოს, კანდიდატის სტატუსი ისევე, როგორც უკრაინას და მოლდოვას, უნდა მიენიჭოს. თუ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, ეს აღიქმება სისუსტედ და გამოიწვევს მძიმე შედეგებს. შეცდომა იქნება ნებისმიერი ფორმალური საბაბის წარდგენა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის წინაშე, რომ მაგალითად - „სასამართლო სისტემა უკეთესი უნდა გქონდეთ“. შეგახსენებთ, მოლდოვას პირდაპირ ჩაუწერეს იმ მკვლევარებმა, რომლებიც საქართველოსაც აკრიტიკებენ, რომ პოლიტიკური კორუფციაა მათ მართლმსაჯულების სისტემაში. აი, ასეთი საბაბებით თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება სტატუსის არმინიჭებაზე, ეს იქნება შეცდომა და გამოიწვევს არასასურველ შედეგებს პირველ რიგში ამ ქვეყნებისთვის და ამასთან, დასავლეთისთვის, რადგან ეს აგრესორი ქვეყნის მხრიდან სისუსტედ იქნება აღქმული,“- განაცხადა დავითულიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო