გიორგი გახარია ოლივერ ვარჰეის - ქართველ ხალხს გადახდილი აქვს იმის ფასი, რომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ევროკავშირის კომისართან სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან ვიდეოშეხვედრა გამართა.

ევროკომისართან საუბრისას გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობას.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი ქართველი ხალხის ურყევი, ისტორიული არჩევანია და რომ კანდიდატის სტატუსი გადაეცემა საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს.

გახარიას თქმით, ქართველ ხალხს გადახდილი აქვს იმის ფასი, რომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა