გიორგი ვაშაძე  - კობახიძე ტყუილების რახარუხს მიეჩვია, მან განაცხადა, რომ ოპოზიციონერები ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებენ, თუ ამის მტკიცებულებას არ მოიტანს, მოვითხოვ, ბოდიში მოიხადოს

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, დაასახელოს ვინ აწარმოებს ოპოზიციიდან „ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ აგიტაციას”.

როგორც გიორგი ვაშაძემ პარლამენტში, სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“ პრესკონფერენციებზე ტყუილების რახარუხს მიეჩვია ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე.

"გუშინ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას დააბრალა გარკვეული ქმედება. ირაკლი კობახიძის ციტატა იყო: „გვაქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები რადიკალური ოპოზიციიდან დადიან დერეფნებში, კაბიენტებში და აწარმოებენ აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ”.

მინდა, მას ვუთხრა, კონკრეტულად დაასახელოს იმ დეპუტატის, თუ ოპოზიციონერის სახელი და გვარი, ვინც დადის. რაც მთავარია, მოიტანეთ ამ ბრალდებების მტკიცებულებები.

ირაკლი კობახიძე და მთლიანად „ქართული ოცნება“ პრესკონფერენციებზე ტყუილების რახარუხს მიეჩვია ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. თუ „ქართულ ოცნებას“ ამის მტკიცებულება არ გაგაჩნია, თუ ამის მტკიცებულებას დღეს არ მოიტანს ირაკლი კობახიძე, მისგან მოვითხოვ, რომ საჯაროდ მოუხადოს ბოდიში ყველა ოპოზიციონერს!

არ შეიძლება ქვეყანას მმართავდეს პოლიტიკური ძალა, რომლის თავმჯდომარე მუდმივად ახდენს ტყუილების დაბრალებას და პროპაგანდას“, - აღნიშნავს ვაშაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო