სოზარ სუბარი - შეურაცხმყოფელია ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომ ომში მყოფ მეგობარ ქვეყანას საბჭოთა ჯართი მივაწოდოთ იმისთვის, რომ ჩვენ უკეთესი შეიარაღება მივიღოთ - უკრაინას ყველზე მეტად სჭირდება გამართული იარაღი

შეურაცხმყოფელია განცხადება, როდესაც ვამბობთ, რომ ომში მყოფ მეგობარ ქვეყანას საბჭოთა ჯართი მივაწოდოთ იმისთვის, რომ ჩვენ უკეთესი შეიარაღება მივიღოთ - ომში მყოფ ადამიანს ყველზე მეტად სჭირდება გამართული იარაღი“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილი ინიციატივას, რომ ქვეყანამ უკრაინას საბჭოთა წარმოების იარაღი მიაწოდოს, სანაცვლოდ კი თანამედროვე სტანდარტების შეიარაღება მივიღოთ.

ამასთან, როგორც სოზარ სუბარი აღნიშნავს, საქართველო ვერ და არ გახდება სანქციების გვერდის არიდების ქვეყანა, მაგრამ არის საკითხები, რაშიც არ ჩაერევა. მისივე თქმით, „ჩვენ გვაქვს ის პრობლემა, რაც არ აქვთ იმ ქვეყნებს, რომლებიც იარაღს აწვდიან უკრაინას“.

„მინდა მივმართო ალეკო ელისაშვილს, შეურაცხმყოფელია განცხადება, როდესაც ვამბობთ, რომ ომში მყოფ მეგობარ ქვეყანას საბჭოთა ჯართი მივაწოდოთ იმისთვის, რომ ჩვენ უკეთესი შეიარაღება მივიღოთ. კარგად იცით, რომ ომში მყოფ ადამიანს ყველზე მეტად რაც სჭირდება, ეს არის გამართული იარაღი და გამართული თავდაცვის საშუალება, რათა მისი სიცოცხლე უზრუნველყოფილი იყოს. იმედია, სერიოზულად არ თქვით ეს სიტყვა. როდესაც იარაღის მიწოდებას ახორციელებენ ის ქვეყნები, რომელთაც ნატო-ს ქოლგა იცავს, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, როდესაც საუბარია, რომ ეს გააკეთოს ქვეყანამ, რომლის 22% ოკუპირებულია და ამ ტერიტორიებზე არიან რეჟიმები, რომელთაც ერთი სული აქვთ როდის ჩაერთვება საქართველო ომში, რომ ინტერესები დაიკმაყოფილონ, ასევე მაშინ, როდესაც ქვეყანაში „მეხუთე კოლონა“ გვყავს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო ომში იყოს ჩათრეული, მგონი გასაგებია, რა მოჰყვება მსგავს ქმედებებს. ძალიან მინდა ალეკო ელისაშვილი „ომის პარტიის“ წარმომადგენლების რიგში არ ჩადგეს. საქართველო ვერ და არ გახდება სანქციების გვერდის არიდების ქვეყანა, მაგრამ არის საკითხები, რაშიც არ ჩაერევა. ჩვენ გვაქვს ის პრობლემა, რაც არ აქვს იმ ძალიან ბევრ ქვეყანას, რომელიც იარაღს აწვდის უკრაინას. მნიშვნელოვანია ამის გააზრება“, - აღნიშნავს სუბარი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო