მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი კლინიკაში დაზღვევის მიზნით გადაიყვანეს, რომ "თავის თავს რამე არ მოსწიოს"

სააკაშვილს მოუწოდონ, ექიმებს დაუჯეროს და არც გადაყვანა, არც გადმოყვანა არ დასჭირდება, - ასე ეხმიანება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნას, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ კლინიკაში გადაიყვანონ.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, თავად ფიქრობს, რომ სააკაშვილი კლინიკაში დაზღვევის მიზნით გადაიყვანეს, რომ "თავის თავს რამე არ მოსწიოს".

„თუ მართლა ვინმე გულწრფელად ფიქრობს და არა პოლიტიკური ინტერესის გამო, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, რომელიც დღეს არის პატიმრობაში და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, მე ვფიქრობ, (შეიძლება ასე არ იყოს), დაზღვევის მიზნით, რომ მართლა თავის თავს რამე არ მოსწიოს ამ კაცმა, თუკი ვინმე მის ჯანმრთელობაზე მართლა ზრუნავს, უნდა მიუწოდონ, რონ ექიმის რეკომენდაციები დაიცვას და პრობლემა არ ექნება. დანარჩენი მართლა არის ხელოვნურად შექმნილი პრობლემა, ევროპაში გადაყვანა კი არა, საქართველოში თუ დაუჯერებს, ყველაფერი იქნება კარგად, მე ასე მჯერა გულწრფელად, სხვა საფუძველი ჩემთვის არანაირ ინფორმაციას არ მოუცია, რომ სხვანაირად ვიფიქრო“, - განაცხადა მდინარაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს