მიხეილ სარჯველაძე - ღია პოლიტიკური სპეკულაციით დაკავებულ ადამიანებს არც საქართველოს ინტერესი ანაღვლებს, არც სიტყვისა და მედიის თავისუფლება და არც თვითონ ნიკა გვარამია

ადამიანებს, ვინც აქტიურად არიან დაკავებული ღია პოლიტიკური სპეკულაციით ერთი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოყენებით, მათ არც საქართველოს ინტერესი ანაღვლებს, არც სიტყვისა და მედიის თავისუფლება და არც თვითონ ნიკა გვარამია, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძის შეფასებით, “ისინი იბრძვიან არა გვარამიას უფლებებისთვის, არამედ სხვა მიზნებისათვის - მათ შორის ძალაუფლებისთვის, რომლის ხელში ჩაგდების დაუოკებელი წყურვილი კლავს არაერთ ავანტიურისტს საქართველოში“.

მისივე თქმით, ევროპულობა არ ნიშნავს იმას, რომ დანაშაულის ჩამდენი ხელშეუხებელი იყოს, არ სამართლდებოდეს, ან სხვისგან განსხვავებულად სამართლდებოდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის პოლიტიკოსი, ან პოლიტიკური მედიის მესვეური.

“ევროპულობა არც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივ საკითხებს სასამართლოს ნაცვლად პოლიტიკოსები წყვეტდნენ და ისიც არა ფაქტების, არამედ ზედაპირული აღქმების საფუძველზე და მათ შესაბამისად. ამიტომ, ყველამ უნდა მოთოკოს ემოციები, პოლიტიკური ქვენაგრძნობები თუ პოლიტიკანური ამბიციები და მისდიონ, დაელოდონ სამართლებრივ პროცესს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ჩათვლით, როგორც დაველოდეთ საკუთრივ ერთი ცნობილი ტელევიზიის საკუთრებაზე დავის გადაწყვეტას (თუმცა ზოგიერთები არც დაელოდნენ). ახლა უფრო მნიშვნელოვანია იმის მკაფიოდ აღნიშვნა, რომ არავის აქვს უფლება (არც ლოგიკური, არც მორალური, არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი), რომ ქართველი ერის ისტორიული არჩევანის აღსრულება "პიარულად" დაუკავშიროს ერთი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ბედს. არ მგონია, რომ ეს ან სამართლიანია, ან ლოგიკურია, ან კანონზომიერია, ან თუნდაც უბრალოდ მართებულია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის სხდომაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა