სალომე სამადაშვილი - „ოცნებამ“ იმას მიაღწია, რომ ამაზრზენად გამოიყურებით აშშ-ს სახელმწიფო მდივნისთვის და ამიტომ გეუბნებათ, უკრაინასთან მიმართებაში დააფიქსირეთ პოზიცია

„ქართულმა ოცნებამ“ იმას მიაღწია, რომ დღეს თქვენ ამაზრზენად გამოიყურებით ყველასთვის. ამაზრზენად გამოიყურებით აშშ-ს სახელმწიფო მდივნისთვის და ამიტომ გეუბნებათ, რომ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში. მე მაინტერესებს, თქვენ ფიქრობთ, რომ აშშ-ს ომში უნდა თქვენი ჩართვა? - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართა.

მისი შეფასებით, საზოგადოებას ალბათ არ უკვირს „ქართული ოცნებისგან“ ის ამაზრზენი კამპანია, რაც გასული ორი დღის მანძილზე მიმდინარეობს საკუთარი მოსალოდნელი წარუმატებლობის ოპოზიციაზე დაბრალების მცდელობის თვალსაზრისით.

„თუმცა, აქ უნდა ვთქვა,რომ ოპოზიციის ყველა მცდელობა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მოვიპოვოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მაშინ, როდესაც ქვეყანას მართავს პოლიტიკური ძალა, რომლის თავმჯდომარე როცა საუბრობს, გაუგებარია ვინ საუბრობს- კობახიძე, თუ სურკოვი, ძალიან რთულია. ჩვენ, არაერთხელ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან, რომ დასავლეთს უფლება არ აქვს მოგვცეს მითითებები. დღეს, ბატონმა კობახიძემ ისიც კი გაბედა და განაცხადა,რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულით, ბიძინა ივანიშვილის ქრთამებით გამოკვებილი, კორუმპირებული მოსამართლე თუ არ მიიღებს მონაწილეობას რომელიღაც პროგრამაში ეს თურმე შესაძლოა იყოს სისხლის სამართლის დანაშაული. ძალიან საინტერესო იქნება ამის მოსმენა ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში, სადაც უკვე სია დევს მოსამართლეების, რომლებიც პოტენციურად სანქცირებული იქნებიან აშშ-ს მიერ და ეს, ვფიქრობ, პირველი ნიშანია, რაც ჩვენ ვნახეთ. მაგრამ მე აქ მინდა, უფრო დიდ პრობლემაზე ვისაუბრო. „ქართული ოცნება“, სიცრუის პარტია , რომელიც უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან აშინებს ჩვენს მოქალაქეებს ომის ქიმერით და ცდილობს, რომ ოპოზიცია ომის პარტიად მონათლოს, რეალურად თავად არის ის პოლიტიკური ძალა,რომელიც დღეს, სრულიად დაუცველს ტოვებს საქართველოს მილიონობით მოქალაქეს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ყველა ნაბიჯი,რომელიც გადადგმულია ომის დაწყების დღიდან, მიმართულია იქითკენ,რომ დღეს საქართველო, ფაქტობრივად, გაუგებარ მდგომარეობაშია იმ უზარმაზარი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რომელიც საქართველოს აქვს.

„ქართულმა ოცნებამ“ იმას მიაღწია, რომ დღეს თქვენ ამაზრზენად გამოიყურებით ყველასთვის. ამაზრზენად გამოიყურებით აშშ-ს სახელმწიფო მდივნისთვის და ამიტომ გეუბნებათ, რომ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში. მე მაინტერესებს, თქვენ ფიქრობთ, რომ აშშ-ს ომში უნდა თქვენი ჩართვა? ან როდესაც მდინარაძე აცხადებს, არ უნდა დავისაჯოთ იმისთვის,რომ ომში არ ვერთვებითო, ევროკავშირს რომ მიმართავს ანუ ევროკავშირს ომში უნდა თქვენი ჩართვა? არა! „ქართულ ოცნებას“ გთხოვენ, დააფიქსიროთ ხართ, თუ არა თქვენ ცივილიზებული სამყაროს მხარეს და ეს ვერ მოისმინეს“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო