სალომე სამადაშვილი უმრავლესობას - ბუჩაში გაუპატიურებული ქალები და ბავშვები პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას არ იმსახურებენ? სარკეში როგორ უყურებთ საკუთარ თავს დილას?

ბუჩაში გაუპატიურებული ქალები და ბავშვები, თქვენი აზრით, თქვენ მხარდაჭერას არ იმსახურებენ? ამ პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას არ იმსახურებს უკრაინა?-უბრალოდ, არ გრცხვენიათ? სარკეში, როგორ უყურებთ საკუთარ თავს დილას, - ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშშვილმა „ქართული ოცნების“ წევრებს პარალამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც მან აღნიშნა, აინტერესებს დღემდე რატომ არ შევიდა პარლამენტის დღის წერიგში მსჯელობა რეზოლუციაზე, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას ეხება.

„მინდა, შეკითხვა დავსვა, რამდენიმე კვირის წინ პარლამენტში დავაინიცირეთ რეზოლუცია, რათა შეფასება გაუკეთოთ იმას, რაც რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა. მაინტერესებს, აქ რომ სხედხართ, გავიგე, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოკვებილი ადამიანები ხართ,რომლებსაც ღირებულებები აღარ შეგრჩათ, მაგრამ ბუჩაში გაუპატიურებული ქალები და ბავშვები, თქვენი აზრით, თქვენ მხარდაჭერას არ იმსახურებენ? ამ პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას არ იმსახურებს უკრაინა, სადაც ჩვენ ნათლად ვიტყვით, რომ ის, რასაც რუსეთი დღეს, უკრაინაში სჩადის, ატარებს ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ნიშნებს. პარლამენტის დღის წესრიგში დღემდე რატომ არ შევიდა ამ რეზოლუციაზე მსჯელობა? უბრალოდ არ გრცხვენიათ? სარკეში როგორ უყურებთ საკუთარ თავს დილას?”-განაცხადა სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა