ზაალ უდუმაშვილი - დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ოღონდ მიიღებს ქვეყანა და არა ხელისუფლება

დღეს ჩვენი ქვეყნის ხსნა არის ევროკავშირში, მაგრამ ქვეყნის და არა ხელისუფლების. ეს ორი რამ რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მე დარწმუნებული ვარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ოღონდ მიიღებს ქვეყანა და არა ხელისუფლება“,- ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს, რომელსაც ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს უყენებს.

„რაც უფრო უახლოვდები ევროკავშირს, მით უფრო მაღალია ის სტანდარტები, რომელსაც ევროპული ოჯახი უყენებს კანდიდატი ქვეყნის ხელისუფლებას და ამ სტანდარტებს „ქართული ოცნება“ არა თუ არ აკმაყოფილებს, ახლოსაც ვერ მიდის. ეს სტანდარტები დღეს მოქმედებს მხოლოდ ერთ ქვეყანაში და ის ქვეყანა ევროკავშირის წევრი ნამდვილად არ არის.

იმის მაგივრად, რომ დღეს ხელისუფლება და ოპოზიცია პარლამენტში საგნობრივ დებატებს მართავდეს, ჩვენ იძულებული ვართ მთელი ენერგია და ძალა დავუთმოთ იმას, რომ როგორმე დავიხსნათ ტყვეობიდან პოლიტიკური პატიმრები. მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა „ქართულმა ოცნებამ“ და ნიკა გვარამია, რომელიც სრულიად აბსურდული ბრალდებით გადაწყვიტეთ რომ დააკავოთ.

ისმის ერთადერთი შეკითხვა - ვინ იქნება შემდეგი? ეს შემდეგი აუცილებლად იქნება, თუ ჩვენ დროზე არ ვიმოქმედებთ. ჩვენში ვგულისხმობ მთლიანად საზოგადოებას.

დღეს ჩვენს ქვეყანას გააჩნია უნიკალური შანსი, რომ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგათ ევროპისკენ და ეს ფანჯარა ყველამ უნდა გამოვიყენოთ. ყველას მოეთხოვება პასუხი იმისათვის, რომ ჩვენ რაღაც დავაკელით ამ გზაზე“,-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა