რომან გოცირიძე ბლინკენის წერილზე - ქართულად, ჟარგონით რომ ვთქვათ, ხელისუფლებას ასე უთხრეს: „თუ გინდათ, ფული და დახმარება და ამავე დროს გსურთ, რუსეთისკენ იყუროთ, ასე არ გამოვა ძმაო“

აშშ რომ არა, არ იქნებოდა საქართველო, როგორც სახელმწიფო - ქართულად, ჟარგონით რომ ვთქვათ, ხელისუფლებას ასე უთხრეს: „თუ თქვენ გინდათ, ფული და დახმარება და ამავე დროს გსურთ, რუსეთისკენ იყუროთ, ასე არ გამოვა ძმაო“ ,- ასე უთხრეს პირდაპირ, ქართულად, ჟარგონით რომ ვთქვათ,- ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის წერილს, რომელსაც ის საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს უგზავნის.

გოცირიძის თქმით, წერილის პირველი ნაწილი, რომელსაც ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს, არის ერთგვარი შეხსენება იმის, თუ რა დახმარებას უწევს აშშ საქართველოს, მეორე ნაწილში კი კონკრეტული მოწოდებაა, რომ უკრაინას საქართველოს ხელისუფლება გვერდით უნდა დაუდგეს.

"ქართული ოცნება" თავს არიდებს წერილის იმ ნაწილს, სადაც არის ძალიან მკაცრი მითითება, დავუდგეთ უკრაინას გვერდში და ვიყოთ სოლიდარული თუ საქმით არა სიტყვით მაინც და საქმით გვერდში დგომა ნიშნავს იმას, რომ სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი არ უნდა გახდეს საქართველო. წერილის პირველი ნაწილი, რონელსაც პოზიტიურად მიიჩნევენ, არის შეხსენება იმის, თუ რა დიდი დახმარება გაუწია საქართველოს აშშ- მ. რომ არა აშშ, არ იქნებოდა საქართველო, როგორც სახელმწიფო, მინიშნებაა - როცა ჩვენ გეხმარებით, კეთილი ინებეთ, თქვენც დაეხმარეთ სხვას- შეხსენებაა, რომ დახმარებას გვიწევენ, არ წერია, მაგრამ ამას ნიშნავს - 3 მილიარდნახევარი მოგეცით, თორემ არ იქნებოდა არც საქართველოს ეკონომიკა და არც ლარი; სავალუტო ფონდში მთავარო კონტრიბუტორი ამერიკაა, მილიარდნნახევარი მოგვცეს, თორემ ინფლაცია 13 კი არა, 32 იქნებოდა, ევროკავშირი და ამერიკა გვეუბნება - 10 მილიარდი მოგეცით პანდემიის პერიოდში და თუ თქვენ გინდათ ფული და დახმარება და ამავე დროს გსურთ, რუსეთისკენ იყუროთ, ასე არ გამოვა ძმაოო, - ასე უთხრეს პირდაპირ, ქართულად, ჟარგონით რომ ვთქვათ", - განაცხადა გოცირიძემ.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს წერილი გამოუგზავნა.

წერილში ენტონი ბლინკენი მოუწოდეს, საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთის ფედერაციას, მის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო