გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციას - კობახიძის გამოსვლა სწორი მიგნება იყო, რადგან მცდელობა, აშშ-სთვის ჯერ დაგებრალებინათ და მერე გაგემართლებინათ მოსამართლის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა, „ოცნებამ“ ზუსტად გამოიცნო

ირაკლი კობახიძის გამოსვლა იყო სწორი მიგნება, იმიტომ, რომ თქვენი მცდელობა, აშშ-სთვის თითქოს ჯერ დაგებრალებინათ და მერე გაგემართლებინათ მოსამართლის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა, ეს გამოიცნო ზუსტად „ქართულმა ოცნებამ“. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებამ ზუსტად გატკინათ ის, რა ჩანაფიქრიც გქონდათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარილ სხდომარე განაცხადა, რითაც ოპოზიციას მიმართა.

მისი თქმით, გასაგებია, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შეიძლება გქონდეს, მაგრამ არ შეიძლება ეს ტყუილებზე ააგო, რადგანაც ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს.

„მაგალითად, ირაკლი კობახიძის გამოსვლის შემდგომ, როგორც ჩანს, ეტკინათ, ძალიან მტკივნეულ ადგილზე მოხვდათ ეს განცხადება, იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძემ მიაგნო იმას, რაც სამწუხაროდ, ჩაფიქრებული აქვს ოპოზიციის ამ ნაწილს, რომელიც მაგალითად, ამბობს,რომ თამაზ ურთმელიძე, რომელიც „რუსთავი 2“-ის დროს იყო მოსამართლე, თურმე გადაიყვანეს პენიტენციურ სამსახურში, რაც არის ტყუილი. ამის გადამოწმება ნებისმიერ ადამიანს შეუშლია. ასეთ ტყუილებზე უნდათ, რომ აქ რაღაც შექმნან და მერე აქედან გამომდინარე გააკეთონ პოლიტიკური განცხადებები. ირაკლი კობახიძის განცხადებაში იყო ის პათოსი, რასაც ყველა უნდა ვეთანხმებოდეთ, კოლეგებო. რომელი ქვეყანა არსებობს ისეთი, სადაც მოსამართლე არ უნდა იყოს დაცული. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მოსამართლე უნდა იყოს დაცული. დიახ, მოსამართლე ყველა ქვეყანაში დაცული უნდა იყოს მაშინაც, როდესაც ეს მოსწონს ოპოზიციას, თუ მოსწონს ხელისუფლებას. თქვენი ნარატივი, რაც ზუსტად გამოიცნო „ქართულმა ოცნებამ“, რომ თითქოს აშშ დაადანაშაულეთ იმაში,რომ აშშ-მ გამოიყენა არასწორი, მიუღებელი პრინციპი. თქვენი ეს ორმაგი სტანდარტი უკვე ძალიან კარგად ჩანს“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, სწორია რაც თქვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რომ მოსამართლე თავს დამოუკიდებლად უნდა გრძნობდეს, რაც ყველას ინტერესში უნდა იყოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა