გიგა ბოკერია - კობახიძის გზავნილი რეალურად არის მცდელობა, თავიანთი სისტემის მოსამართლეები დაამშვიდონ, რომ მათ დაიცავენ - ვერავისაც ვერ დაიცავენ და თვითონაც „აფეთქდებიან“

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ თავისი გზავნილებით, არა თუ საკუთარი სისტემის მოსამართლეებს, არამედ საკუთარ თავსაც ვერ დაიცავს.

ბოკერიამ აღნიშნული განცხადება „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.

ბოკერიას განცხადებით, კობახიძის გზავნილი რეალურად, თავიანთი სისტემის მოსამართლეების დამშვიდების მცდელობაა, რომ ისინი მათ დაიცავენ.

„პოლიტიკური დაკვეთით ნებისმიერი ადამიანის დევნა სისხლის სამართლის დანაშაულია, ანუ, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ჩადის და რასაც კობახიძე წარმოადგენს პერსონალურად. ეს გზავნილი რეალურად არის მცდელობა იმისა, რომ თავიანთი სისტემის მოსამართლეები დაამშვიდონ, რომ ისინი მათ დაიცავენ, ასე არავის გაუტარებენ და ამერიკისგანაც დაიცავენ, თუ მათი სამარცხვინო საქმიანობის გამო შედეგებს მოიმკიან. რეალურად, ვერავისაც ვერ დაიცავენ, საკუთარ თავსაც ვერ დაიცავენ და თვითონაც აფეთქდებიან ამ კურსით, რა კურსზეც დგანან, ოღონდ ამასობაში, სანამ ისინი ძალაუფლებაში არიან, ჩვენს ქვეყანას უმძიმეს დარტყმას აყენებენ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოსამართლის კონკრეტული გადაწყვეტილების გამო სემინარზე არ დაშვება სისხლის სამართლის დანაშაულია და "საელჩომ უნდა უარყოს ის ბრალდება, რომელიც მას წაუყენა ოპოზიციამ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, დისკრიმინაციასთან, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფასთან და არაფორმალური მმართველობის მცდელობასთან დაკავშირებით."

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა