პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის საფუძველზეც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის სასჯელის ზომა გამკაცრდა

პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის საფუძველზეც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის სასჯელის ზომა გამკაცრდა.

კერძოდ, “სისხლის სამართლის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით ორსულის, ოჯახის წევრის, არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მკვლელობისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებული იქნება თავისუფლების აღკვეთა 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

ამავე ცვლილებებით, ახლებურად რეგულირდება დანაშაულის შედეგად დაუფლებული ან დაკარგული მობილური ტელეფონის მოძიების წესი.

კერძოდ, მობილური ტელეფონის მოპარვის ან დაკარგვის შემთხვევაში, მობილური ტელეფონის მესაკუთრის პოლიციისთვის ან ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიისთვის მიმართვის საფუძველზე, შესაძლებელი ხდება აღნიშნული მობილური ტელეფონის დაბლოკვა და მისი ადგილმდებარეობის დადგენა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
ნიუ ჰოსპიტალსი International SOS-ის ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების პროვაიდერი გახდა მოგზაურთა მედიცინის სფეროში
წარმატებული ქართული ლოგისტიკური კომპანიის განვითარების გზა და სამომავლო გეგმები