პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა კანონპროექტი „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საბოლოო - მესამე მოსმენით განიხილა და 77 ხმით, ერთხმად მიიღო.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ორგანიზაციულ და ფინანსურ უზრუნველყოფასთან და იძულების ღონისძიებების გამოყენების უფლებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება.

მათივე ცნობით, საკანონმდებლო ცვლილებები ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის და საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის, ასევე, მათი თანამდებობაზე დანიშვნასა და მათ მოვალეობებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.

„კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის და მომხსენებლის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, კანონპროექტში რედაქციული ხასიათის ცვლილებები არ შესულა.

პარლამენტმა, ასევე, მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა თანმდევ კანონპროექტებს, რომელთა მიხედვით ცვლილებები, ასევე, პატიმრობის კოდექსში, საჯარო სამსახურის და საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონებში შედის.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის წევრებს ანრი ოხანაშვილს, ალუდა ღუდუშაურს, დავით მათიკაშვილს, გურამ მაჭარაშვილს, რატი იონათამიშვილს, ალექსანდრე ტაბატაძეს და მიხეილ სარჯველაძეს ეკუთვნის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო