ჰენრი კისინჯერი აცხადებს, რომ უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა განაცხადა, რომ უკრაინა უნდა დაეთანხმოს თავისი ტერიტორიის ნაწილის რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად დათმობას.

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, 98 წლის კისინჯერმა აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების ხელახლა დაწყების წარუმატებლობის შემთხვევას, შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში, დამღუპველი შედეგები მოჰყვეს ევროპის სტაბილურობისთვის.

„მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს მომდევნო ორი თვის განმავლობაში, მანამ სანამ ის ძვრებსა და დაძაბულობას გამოიწვევს, რომელიც ადვილად არ დაიძლევა“, - დასძინა აშშ-ის ყოფილმა პირველმა დიპლომატმა.

კისინჯერმა, რომელიც 1970-იან წლებში რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის პრეზიდენტობისას მსახურობდა, განაცხადა, რომ რუსეთი 400 წლის განმავლობაში ევროპის არსებითი ნაწილია და კონტინენტისთვის კრიტიკულ მომენტებში დამაბალანსებელი ძალაა. მანვე დასძინა, რომ დასავლურ ქვეყნებს უნდა ახსოვდეთ რუსეთის მნიშვნელობა ევროპაში.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს