გიორგი რუხაძე - თუ ევროკავშირი ზრდილობიანი უარით გამოგვისტუმრებს, გამოვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაუმრუდა პოლიტიკური ტრაექტორია საქართველოს

თუ ევროკავშირი ზრდილობიანი უარით გამოგვისტუმრებს, გამოვა რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაუმრუდა პოლიტიკური ტრაექტორია საქართველოს, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტმა, გიორგი რუხაძემ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

გიორგი რუხაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ დარდობს იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% ევროკავშირში ინტეგრაციას ემხრობა.

„მე მაინც მგონია, რომ „ქართული ოცნება“ დარდობს იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% ევროკავშირში ინტეგრაციას ემხრობა და თუ ევროკავშირი ზრდილობიანი უარით გამოგვისტუმრებს ამ ეტაპზე და ჩემი აზრით, თუ ახლა ჩავაგდეთ ეს ამბავი, სხვა ეტაპი აღარ იქნება, შესაბამისად, გამოვა რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაუმრუდა პოლიტიკური ტრაექტორია საქართველოს. ამდენი ხანია მივდიოდით ამ ვექტორზე და ახლა, შესაძლებლობის ფანჯარა როცა გაჩნდა, საქართველოს ხელისუფლებამ მინიმუმ არაფერი გააკეთა ამისთვის, მაქსიმუმ გააფუჭა. შესაბამისად, ჟარგონულად რომ ვთქვათ, ამის „პოლიტიკურად შეტენვა“ რთული საკითხია ამიტომ, ეძებს უკვე ისრებს, რომ გადაამისამართოს ეს და იტყვის, რომ ან „ნაცმოძრაობამ“ იმუშავა და ამის გამო მოხდა ეს, ან მათმა დასავლელმა მხარდამჭერებმა, ზოგმა ევროპარლამენტარმა, ეს უკვე გამოიკვეთა.

ჩვენ მოვისმინეთ კობახიძისგან საინტერესო განცხადებები ბოლო სამი დღის განმავლობაში. ჯერ გავიგეთ, რომ ევროპარლამენტში, „ნაცმოძრაობის“ მოკავშირეები არიან და ისინი ხლართავენ ინტრიგებს. არადა რეალურად იმ ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და თუ მათთან შედიხარ ასეთ ურთიერთობებში, მერე ძნელია იმ ადამიანებმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღონ. დღეს რატომღაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან შევიდა ომში, ოპოზიციამ დამნაშავედ გამოაცხადაო საელჩო და საელჩომ ახლა განმარტება უნდა გააკეთოს დამნაშავეა თუ არ არის დამნაშავე.

ეს ყველაფერი მე მაფიქრებინებს, რომ ამ ხალხს ევროინტეგრაცია, დასავლური ღირებულებები და საქართველოს მომავალი ამ კუთხით საერთოდ არ აინტერესებს, მაგრამ ასეთი განცხადებები ისედაც არ უნდა გააკეთო“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს