ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის განვითარების ბანკის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის განვითარების ბანკის თავმჯდომარეს იასუში კინოშიტას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს კერძო და საჯარო სექტორის მხარდაჭერის მექანიზმები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

„აღინიშნა საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის განსაკუთრებული მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და იაპონიას შორის აღნიშნული ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების დადება და ამ სფეროში საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს განვითარებაზე და ხელს შეუწყობს ახალი ინვესტორების შემოსვლას.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის აღდგენის პოზიტიური მაჩვენებლები.

აღინიშნა, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან და რეგიონის ქვეყნებთან, რაც ქვეყანას არაერთ მსხვილ ბაზარზე თავისუფალი წვდომის საშუალებას აძლევს.

მთავრობის მეთაურმა არსებული ბიზნესგარემოს შესასწავლად იაპონიის განვითარების ბანკის დელეგაცია საქართველოში მიიწვია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო