საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული მაჟორიტარის უფლებამოსილების ცნობასთან ერთად, პროპორციული წესით არჩეული ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობის წესიც იცვლება

საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული მაჟორიტარის უფლებამოსილების ცნობასთან ერთად, პროპორციული წესით არჩეული ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობის წესიც იცვლება.

"საარჩევნო კოდექსსა" და "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები პროპორციული წესით არჩეულ საკრებულოს წევრზეც გავრცელდება.

ამასთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა.

შეთანხმების შედეგად ოპოზიცია ცვლილებების პროექტს მხარს უჭერს.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, როგორც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, ასევე პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე წევრის უფლებამოსილება ცნობილი იქნება შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ერთი და იგივე ვადაში, რაც ჩაიწერა, მათ შორის, ცესკოსთან კონსულტაციების საფუძველზე.

პროექტის თანახმად, ცვლილება შევა კანონის 135-ე მუხლშიც, რომელიც ადგენს მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებათა ვადებს, კერძოდ:

  • ახალარჩეული საკრებულოს და მისი წევრების უფლებამოსილება იწყება არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალური ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც ამ საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა დასტურდება;

  • სსაკრებულოს შუალედურ არჩევნებში არჩეული წევრის უფლებამოსილება იწყება საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან;

  • პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი ადგილმონაცვლეობის ცნობის შესახებ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ სათანადო აქტის გამოცემიდან მე-14 დღიდან.

პროექტის თანახმად, ახალარჩეული მერის უფლებამოსილებაც დაიწყება არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან.

კანონპროექტის თანახმად, კანონის ამოქმედებისთანავე დაიწყება საკრებულოს იმ არჩეული წევრის უფლებამოსილება, რომლის უფლებამოსილებაც ამ კანონის ამოქმედებამდე არ დაწყებულა, მაგრამ რომლის არჩევა დასტურდება შემაჯამებელი ოქმით. ასევე, ამ კანონის ამოქმედებისთანავე დაიწყება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის იმ ადგილმონაცვლე პირის უფლებამოსილება, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე არ დაწყებულა, თუმცა, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტი მისი ადგილმონაცვლეობის ცნობის შესახებ, ძალაშია შესული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა