მიხეილ სარჯველაძე - დასახელდეს სამედიცინო პროცედურა, რომელიც სჭირდება პაციენტ სააკაშვილს და ვერ მიეწოდება საქართველოში

დასახელდეს სამედიცინო პროცედურა, რომელიც სჭირდება პაციენტს და ვერ მიეწოდება საქართველოში, მარტო ის, რომ ციხის საკნის შეუთავსებლობა თუ აუტანლობა აქვს, არ შეიძლება გახდეს არც უცხოეთში გადაყვანის და არც სასჯელისგან თავის არიდების მიზეზი,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე ბევრი ისეთი განცხადება კეთდება, რომელიც მეტ დასბუთებას მოითხოვს.

"ექიმებს მოეთხოვებათ პირველ რიგში საზოგადოების ინფორმირება, პოლიტიკოსებისგან ამაზე საუბარი არ არის რეკომენდირებული. ვითარება მგონი ნამდვილად არ არის ისეთი, რომელიც მოითხოვს ასეთი ტიპის ჩარევას, როგორიც არის ვინმეს სადმე უცხოეთში გადაყვანა. თვეებია ვსაუბრობ - დასახელდეს რომელიმე სამედიცინო პროცედურა, რომელიც სჭირდება პაციენტს და არ არის მიწოდებადი საქართველოში, მარტო ის, რომ ციხის საკნის შეუთავსებლობა თუ აუტანლობა აქვს, არ შეიძლება გახდეს არც უცხოეთში გადაყვანის და არც სასჯელისგან თავის არიდების მიზეზი, რადგან გამოვა, რომ 9 ათასივე პატიმარს ასეთი მდგომარეობა ექნება და ასეთი ლოგიკით ჩვენ შორს ვერ წავალთ,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა