ხატია დეკანოიძე - ჩემი პირადი პოზიციაა, რომ წერილს, რომელიც ევროკავშირის ხელმძღვანელობას ეგზავნება, უნდა შევუერთდეთ

ჩემი პირადი პოზიციაა, რომ წერილს, რომელიც ევროკავშირის ხელმძღვანელობას უნდა გაეგზავნოს, უნდა შევუერთდეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილებას კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ.

„საბოლოო ტექსტი არ მინახავს, თუმცა, ვფიქრობ, მისაღები იქნება ყველასთვის, რადგან აქ მთავარი ფორმულა არის მიმართვა და შინაარსი არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ სტატუსს. კონსულტაციების შემდეგ ფრაქცია გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ უნდა შევუერთდეთ,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნიბისათვის, გუშინ მოქალაქეების დეპუტატმა, ვიცე- სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ წერილის ტექსტთან დაკავშირებით შეთანხმება ოპოზიციაში მიღწეულია.

წერილს საპარლამენტო ოპოზიცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს; ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენს; ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმადგენელს ჯოზეფ ბორელსგაუგზავნის. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ამ კრიტიკულ დროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პასუხი იქნება რუსეთისთვის, რომელსაც სურს ჩამოაშოროს ტრიოს ქვეყნები ევროპულ მომავალს.

წერილის თანახმად, ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ დადებითად იყოს განხილული კანდიდატის სტატუსის მინიჭება და მიუხედავად 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლისა, აცხადებენ მზადყოფნას, რომ მონაწილეობას მიიღებენ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს