სალომე სამადაშვილი - ამ ქვეყნის ხელისუფლება ასეთი არარაობა თუ არის, რომ ვიღაც ოპოზიციონერს შეუძლია გადაწონოს მათი ნამუშევარი, მაშინ ღარიბაშვილმა დაწეროს განცხადება თავის საგარეო საქმეთა მინისტრიანად და წავიდეს

ამ ქვეყნის ხელისუფლება ასეთი არარაობა თუ არის, რომ ვიღაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს შეუძლია გადაწონოს მთელი საქართველოს ხელისუფლების ნამუშევარი, მაშინ ღარიბაშვილმა დაწეროს განცხადება თავის საგარეო საქმეთა მინისტრიანად და მთელი კაბინეტიანად და წავიდეს სახლში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ოპოზიციის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ოპოზიციონერები დასავლეთში მართავენ შეხვედრებს და საერთაშორისო ეთერებში საქართველოს წინააღმდეგ აკეთებენ განცხადებებს.

სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ბრალდებით „ღარიბაშვილი, კობახიძე და სხვები ქართველ ხალხს ეუბნებიან, რომ ისინი არაფერს წარმოადგენენ“.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ჩამოვიდა ბრიუსელში მთელი თავისი დელეგაციით და მის განკარგულებაშია მთელი სახელმწიფო აპარატი, ამ დროს კი ევროპელებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიღაც ოპოზიციონერი, რომელიც იქ ჩადის და დერეფანში რაღაცას ეუბნება - ამას უფრო მეტი წონა აქვს ევროპელებისთვის, ვიდრე საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის მთელ დელეგაციას, საგარეო საქმეთა მინისტრს და მათ სიტყვას. ასეთი არარაობა თუ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება, ამ დონემდე თუ დაეცა მათი საერთაშორისო რეპუტაცია, რომ ვიღაც ოპოზიციონერს დეპუტატს თუ პოლიტიკოსს შეუძლია, რომ გადაწონოს მთელი საქართველოს ხელისუფლების ნამუშევარი, მაშინ ღარიბაშვილმა დაწეროს განცხადება თავის საგარეო საქმეთა მინისტრიანად და მთელი კაბინეტიანად და წავიდეს სახლში. ასეთი ნულები არ უნდა მართავდნენ ჩვენს ქვეყანას, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად საერთაშორისო კავშირები ესაჭიროება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან გაჟღერებული ეს ბრალდება აბსურდულია.

„საშიშია ასეთი არარაობების და საბავშვო ბაღის მიერ მართული ქვეყანა, რომელსაც აქვს უმძიმესი გეოპოლიტიკური გამოწვევები. ჩვენ არ ვიცით სად იქნება ეს ქვეყანა ხვალ. მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ამ ყველაფერს რომ ვუყურებ, ძალიან მეშინია და უნდა ეშინოდეს ყველას, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრებას აპირებს. ამ კონკრეტულ ეპიზოდში რას ვხედავთ „ქართული ოცნებისგან“? ეს არიან ადამიანები, რომელთაც არ ძალუძთ სახელმწიფოებრივი აზროვნება. მათ არც იციან რა არის სახელმწიფო“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა