ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული  ყოფილ მეუღლეს ბავშვთა პროსტიტუციაში ადანაშაულებს

ყოფილი მეუღლის, თამარ ჭეიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ლევან ასლანიშვილი მის ყოფილ მეუღლეს ბავშვთა პროსტიტუციაში ჩართვაში ადანაშაულებს. აღნიშნულის შესახებ ასლანიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც ბრალდებულმა განმარტა, დანაშაული სწორედ იმის გამო ჩაიდინა, რომ აღნიშნულის შესახებ შეიტყო.

"ეს შემთხვევა რაც ჩავიდინე, ვაღიარებ, მაგრამ უმიზეზოდ არ მომხდარა და სიზმარი არ მინახავს. ამ ქალბატონს წლების წინ გავუხსენი მეილი. ეჭვის საფუძველი მომეცა, ის დარეგისტრირდა "ფეისბუქზე", მეილზე შევედი, ფეისბუქზე გადავედი და ვხედავ დღეში 50 კაცთან უხამს და უცენზურო მიმოწერას”,- განაცხადა ასლანიშვილმა.

აღნიშნულს მოჰყვა ადვოკატის ელისო რუხაძისა და პროკურორ ნაზი მირიანაშვილის პროტესტი.

„ღამე წავიკითხე მესიჯები და თვალები შუბლზე ამივიდა. თუ ჩემი სიმართლე არ დადგინდა, ათი სამუდამო მომისაჯეთ”,- განაცხადა ასლანიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა