გიორგი გახარია - ირაკლი კობახიძე კი არა, მამაზეციერიც ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას საქართველომ ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან რომ გაუშვას

ირაკლი კობახიძე კი არა, მამაზეციერიც ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას საქართველომ ეს ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან რომ გაუშვას, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ჩვენ გვინარჩუნებს ეროვნულ პერსპექტივას და გვაძლევს შესაძლებლობას იმ ცუდ მდგომარეობაში, რომელშიც ვართ.

„კანდიდატის სტატუსის ვერმიღება ნიშნავს, რომ მეგობრებისგან მიტოვებული ქვეყანა ერთი-ერთზე დარჩება მტრის პირისპირ. ვისაც ჰგონია, რომ რაღაც ხრიკებით თავს აარიდებს პასუხისმგებლობას, ეს არ გამოუვა. დარწმუნებული ვარ, უამრავ გონიერ ქართველს კარგად ესმის დღეს რა პროცესია და რა წყდება ქვეყნის უახლოეს მომავალთან დაკავშირებით. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და მივეხმაროთ ერთმანეთს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელ პარტიას წარმოადგენს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო