გიორგი გახარია - მოვუწოდებ ხელისუფლებას და ოპოზიციას, 4 კვირა მაინც გაჩუმდნენ და ერთმანეთი არ ლანძღონ - გარწმუნებთ, შედეგი იზოლაცია იქნება, ერთ დღეს შეიძლება აღმოვჩნდეთ ოკუპანტთან ისე, რომ ერთი მეგობარიც აღარ დაგვრჩეს

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, როგორც მმართველ გუნდს, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდებს, ვიდრე საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება, ურთიერთდაპირისპირებას მოერიდონ და უბრალოდ, „გაჩუმდნენ“.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ქვეყანა ერთიანობას არ შეძლებს, შედეგი ქვეყნის იზოლაცია იქნება.

„საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დღეს მიღებული არ არის, უახლოესი 4 კვირის განმავლობაში იქნება მიღებული. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორი მიდგომა ექნება შიდა პოლიტიკურ კონტექსტს ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ არის ჩვენი ერთიანობა უაღრესად მნიშვნელოვანი. დღეს ყველა პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის, ოპოზიცია თუ ხელისუფლება, ვისაც მართლა, გულწრფელად უნდა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, თავს კი არ უნდა ესხმოდეს თავის ოპონენტებს და მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებით კი არ იყოს დაკავებული, თუ ერთად დგომა არ შეუძლიათ, უბრალოდ უნდა გაჩუმდნენ და არა ლანძღონ ერთმანეთი და უსაფუძვლო ბრალდებებით არ დაუპირისპირდნენ.

უახლოესი 4 კვირის განმავლობაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოს და ქართული პოლიტიკური ელიტის, თუ ქართველი ხალხის ერთიანობის შესაძლებლობას. როგორ შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს გავერთიანდეთ რაღაცის ირგვლივ მაინც. შეიძლება ერთმანეთი არ მოგვწონდეს, ერთმანეთი გვეზიზღებოდეს, ვებრძოდეთ, მაგრამ საქმე ეხება საკითხს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალ ათწლეულ ცხოვრებას განსაზღვრავს, იმ ცხოვრებას, რომელზეც ჩვენმა შვილებმა უკვე გადაწყვეტილება მიიღეს. მათთვის რუსულ წარსულში დაბრუნება წარმოუდგენელია და ერთადერთი გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპული განვითარება. ერთადერთი, რასაც მოვუწოდებ, გავჩუმდეთ. 4 კვირა მაინც გაჩუმდნენ, რომ ამ დროის განმავლობაში ერთმანეთი არ ლანძღონ.

არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ოპოზიციის თუ ხელისუფლების მხრიდან. გარწმუნებთ, რომ შედეგი ქვეყნის იზოლაცია იქნება. ჩვენს დავკარგავთ ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს. ყველაზე დიდი რისკი იქნება ის, რომ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს პირისპირ აღმოვჩნდეთ ოკუპანტთან ისე, რომ, ერთი მეგობარიც აღარ დაგვრჩეს. პოლიტიკურ კონტექსტში ეს ყველაზე დიდი რისკია“, - განაცხადა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო