გიორგი ვაშაძე - დღეს ნახავთ, როგორ დაიჭერს ირაკლი კობახიძე ბნელ ოთახში კატას, მიუხედავად იმისა, რომ კატა იქ არ არის

დღეს ნახავთ, როგორ დაიჭერს კობახიძე ბნელ ოთახში კატას, მიუხედავად იმისა, რომ კატა იქ არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს დებატებზე "ქართული ოცნებისგან" საზოგადოება მხოლოდ ცრუ ბრალდებებს მოისმენს. ვაშაძის თქმით, "ქართული ოცნების" ანტიდასავლური განცხადებების მიზანია, ქვეყანა რუსეთის პირისპირ დატოვოს და საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.

"ქართული ოცნება" აგრძელებს ანტიდასავლურ ისტერიას. მათი მიზანია უარი მივიღოთ კანდიდატის სტატუსზე, ამიტომ ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ამის შესაძლებლობა არ მივცეთ. სწორედ ამიტომ არის "სტრატეგია აღმაშენებლის" ინიციატივით დღეს არის დებატები, სადაც მტკიცებულებებით ვისაუბრებთ და მათი მხრიდან მოვისმენთ ცრუ ბრალდებებს მტკიცებულებების გარეშე. დღეს თქვენ ნახავთ, როგორ მოვა ირაკლი კობახიძე, გამოვა სიტყვით და ბნელ ოთახში დაიჭერს კატას, იმის მიუხედავად, რომ კატა იქ არ არის,"- განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძე მზადყოფნას გამოთქვას, კობახიძის გამოწვევას უპასუხოს და ნებისმიერ ეთერში ჩამოუთვალოს, რა ნაბიჯები უნდა გადაედგა ხელისუფლებას და რა უნდა გააკეთოს დღეს, რომ ისტორიული შანსი არ დაკარგოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო