მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პენიტენციურ სამსახურს დაავალა, სააკაშვილთან ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტები დაუშვას

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პენიტენციურ სამსახურს დაავალა, სააკაშვილთან ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტები დაუშვას. აღნიშნულთან დაკავშირებით ადვოკატებმა შესაბამისი შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოში დააყენეს.

აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, ბრალდების მხარემ განმარტა, რომ ვინაიდან ადამიანის ჯანმრთელობას ეხება საქმე, ისინი დაცვის მხარის შუამდგომლობას არ ეწინააღმდეგებიან.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პენიტენციური სამსახურის მიერ გამოგზავნილი განცხადებაც წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, ვინაიდან დღის წესრიგში სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საკითხი იდგა, მასთან ამ მიზეზით ვერ მოხერხდა ექსპერტების დაშვება.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო