ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ადვოკატი - ბავშვთა პროსტიტუციის ბრალდება, დარწმუნებული ვარ, რომ მოგონილი ამბავია

ეს იყო ბრალდებულის სტრატეგიის ნაწილი, რომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით არ შეფარდებოდა პატიმრობა და სასამართლოს გაემართლებინა ის უმძიმესი დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა, - ამის შესახებ ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის, თამარ ჭეიშვილის ადვოკატმა ელისო რუხაძემ განაცხადა, რითაც ბრალდებულის მიერ ყოფილი მეუღლის ბავშვთა პროსტიტუციაში დადანაშაულებას გამოეხმაურა.

ადვოკატის თქმით, საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ ნებისმიერი დანაშაულის შესახებ ინფორმაციით, თუმცა ეს ამბავი მოგონილია.

„ბრალდებულის მიერ გაკეთებული განცხადება არის მოგონილი ამბავი. აღშფოთებას გამოვხატავ და არ შემიძლია არ დავგმო მთელი პროცესის მანძილზე, როდესაც ბრალდებული განიხილავდა მსხვერპლი ქალის და ასევე, მისი არასრულწლოვანი შვილის პირად ცხოვრებას, არ აღმოჩნდნენ პროცესის მონაწილეები მზად იმისათვის, რომ ბრალდებული შეეჩერებინათ. აღკვეთის ღონისძიების საკითხზე არ განიხილება მსგავსი საკითხები და განსაკუთრებული სიფაქიზით უნდა მოეპყრნენ პროცესის მონაწილეები, როდესაც ბრალდებული ეხება მსხვერპლის და არასრულწლოვანის პირად ცხოვრებას.

ვერანაირად ვერ გამართლდება პროცესის მიზნებიდან ბრალდებულს უსმინოს საათობით სასამართლომ და თუნდაც პროკურორმა, როგორ საუბრობს ამ ამაზრზენ ფაქტებზე.

მე მაქვს დიდი ეჭვი, რომ ეს იყო ბრალდებულის სტრატეგიის ნაწილი, რომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით არ შეფარდებოდა პატიმრობა და სასამართლოს გაემართლებინა ის უმძიმესი დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა. რა თქმა უნდა, საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ ნებისმიერი დანაშაულის შესახებ განცხადებით, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ამბავი არის მოგონილი და სურდა მისი დანაშაულის გადაფარვა“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ყოფილი მეუღლის, თამარ ჭეიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ლევან ასლანიშვილი მის ყოფილ მეუღლეს ბავშვთა პროსტიტუციაში ჩართვაში ადანაშაულებს.

როგორც ბრალდებულმა განმარტა, დანაშაული სწორედ იმის გამო ჩაიდინა, რომ აღნიშნულის შესახებ შეიტყო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს