ანა ნაცვლიშვილი - ქვეყანაში, სადაც ქალებს კლავენ, ბავშვები შიმშილობენ, მუშები იხოცებიან, ვნახეთ კობახიძე, რომელიც ექსკლუზიურად ექომაგება მოსამართლეთა იმ ჯგუფს, ვინც პარტიულ ინტერესებს და ძალაუფლებას იცავს

მიხარია, რომ კობახიძემ გუშინდელი პროკურორის ტონი შეცვალა, როგორც ჩანს, იძულებული გახდა და უკან წაიღო თავის ბრალდებები,- ასე გამოეხმაურა "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ნიკა გვარამიას საქმის განმხილველ მოსამართლესთან დაკავშირებით.

როგორც ნაცვლიშვილმა განაცხადა, კობახიძის განცხადებები მოსამართლეებისთვის არის გზავნილი, რომ მათ დაიცავენ.

"აშშ მხოლოდ განცხადებებს არ აკეთებს, ის მოქმედებს და ჩვენ ეს მოქმედება ვნახეთ კონკრეტულ მოსამართლესთან მიმართებით, მოლოდინი მაქვს, ეს გაგრძელდება და დღის წესრიგში დარჩება. მე არ მახსენდება კობახიძეს თავის საპარლამენტო ტრიბუნა, ან საპარლამენტო ბერკეტები გამოეყენებინოს რომელიმე პროფესიული ჯგუფის დასაცავად, გარდა მოსამართლეთა იმ ნაწილისა, რომელიც მათ პარტიულ ინტერესებს ემსახურება. ქვეყანაში, სადაც ქალებს კლავენ, ბავშვები შიმშილობენ, მუშები სამუშაო ადგილებზე იხოცებიან, ვნახეთ კობახიძე, რომელიც ექსკლუზიურად ექომაგება მხოლოდ მოსამართლეთა იმ ჯგუფს, ვინც მათ პარტიულ ინტერესებს და ძალაუფლებას იცავს, ეს ძალიან მრავლისმეტყველი ფაქტია. მისი გუშინდელი განცხადება სტრატეგიულ პარტნიორზე მეტად მოსამართლეებისთვის იყო - "არ შეშინდეთ ბიჭებო და გოგოებო, ჩვენ ვინც გვემსახურებით, დაგიცავთ". მაგრამ არის ვითარება და განზომილება, სადაც ვეღარ შეძლებენ დაიცვან მართული მოსამართლეები",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა