მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 2 ივნისამდე გადაიდო

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისასამართლო პროცესი 2 ივნისამდე გადაიდო.

სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი, მისცემს თუ არა მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს ჩვენებას და განაცხადებს თუ არა, ის თანხმობას მის გარეშე წარიმართოს სასამართლო პროცესები.

დღევანდელ სხდომაზე სააკაშვილის საქმის მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა პენიტენიცურ სამსახურს დაავალა, სააკაშვილთან ცენტრ "ემპათიას" ექსპერტების დაშვება.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა