ქეთევან ჩაჩავა - დღეს, საქართველოს აქვს ისტორიული და უნიკალური შანსი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების

დღეს, საქართველოს აქვს ისტორიული და უნიკალური შანსი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების, - ამის შესახებ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე ქართული საზოგადოების არჩევანი და სტრატეგიული პრიორიტეტია.

„დღეს, საქართველოს აქვს ისტორიული და უნიკალური შანსი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების. ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე ქართული საზოგადოების არჩევანი და სტრატეგიული პრიორიტეტია. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა მოხდეს ამჟამად საქართველოსთვის გახსნილი ისტორიული შესაძლებლობის გამოყენება, რისთვისაც აუცილებელია საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია.

ამჟამად, ვიზიტით ვიმყოფები ბრიუსელში, საიდანაც კიდევ უფრო ნათლად იკვეთება, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროკავშირის მხრიდან იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებისთვის კი უმნიშვნელოვანესია საქართველოდან ისმოდეს ერთიანი გზავნილი ყველა აქტორის მხრიდან, როგორც ევროკავშირის, ასევე წევრი სახელმწიფოების მიმართ!

ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია საქართველომ გამოავლინოს მზაობა კომპლექსური და რეალური რეფორმების გატარებისა და მეორე მხრივ, გამოიჩინოს ერთსულოვნება წევრობის კანდიდატობის შესაძლებლობის ირგვლივ. ამისთვის საჭიროა ხელისფულებამ უზრუნველყოს ღია და გამჭვირვალე პროცესი, რომელშიც მაქსიმალურად იქნებიან ჩართულები პოლიტიკური სპექტრი, სამოქალაქო სექტორი, მედია. აქვე, მისასალმებელია გაჟღერებული ინიციატივა ერთობლივი დელეგაციის ვიზიტის ბრიუსელში, სადაც კონსოლიდირებული მესიჯებით მოხდება საქართველოსთვის კანდიდატობის სტატისის მინიჭების ადვოკატირება.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით მახარებს ევროპელი კოლეგების მიერ გამოთქმული შეფასებები, რომელიც ხაზს უსვამს ძლიერი ქართული სამოქალაქო სექტორის როლს, როგორც პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის, არსებული უკიდურესი პოლარიზაციის დაძლევისა და კონსოლიდირების პროცესში.

ევროკავშირში ინტეგრაცია არის ჩვენი ერთობლივი მონაპოვარი, ამიტომ ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პარტიული ინტერესების წინ სწორედ ქვეყნის - სტრატეგიული ინტერესების დაყენება”,- განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა