დავით უსუფაშვილი - მოგესალმებით ბატონო ბიძინა, როგორ ბრძანდებით? არ მგონია, კარგად იყოთ თქვენ ან მე 2022 წელს

მოგესალმებით ბატონო ბიძინა, როგორ ბრძანდებით? არ მგონია, კარგად იყოთ თქვენ ან მე 2022 წელს, - ასე მიმართა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტში გამართული დებატებისას „ქართული ოცნების“ დამაარსებელს, ბიძინა ივანიშვილს.

როგორც მან განაცხადა, დღეს „ქვეყნის საქმე ძალიან ცუდად არის“, რადგან დემოკრატიულ სამყაროს საქართველოს ხელისუფლებისადმი ასეთი დაბალი ნდობა არასდროს ჰქონია.

დავით უსუფაშვილის შეფასებით, ევროპასთან შეუთავსებელია ის, რაც ახლა საქართველოში ხდება.

„მას შემდეგ 10 წელი გავიდა და დღეს ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით. ძალიან კარგად გახსოვთ, იმ 10 წლის წინ, სწორედ ეს საკითხი იყო მთავარი, ის, თუ რამდენად ევროპული გახდებოდა საქართველო ცხოვრების წესით და არა დროშებით იმიტომ, რომ დროშები წინა ხელისუფლებას არანაკლები და უფრო მეტი ეკიდა ქუჩებში, ყველა შენობის თავზე. 10 წლის თავზე ჩვენი ამოცანა იყო ქვეყნის გამთლიანება, ერთიანი სამოქალაქო ცნობიერების გაღვივება, მრავალპარტიული კონკურენცია, სადაც პარტიები ერთმანეთს იმაში შევეჯიბრებოდით, ვის უკეთესი გადაწყვეტა აქვს საზოგადოებრივი პრობლემების. კოალიციური მმართველობა, პარლამენტშიც და თვითმმართველობაშიც, ჩვენი ამოცანა იყო იმ უბედურების დამთავრება, რაც 2012 წელს ერთად გავიარეთ. გახსოვთ ხომ ბატონო ბიძინა, იყო მაშინ ასეთი ტელეარხი „რუსთავი 2“, სადაც 2 წუთის განმავლობაში პირდაპირი ეთერი არ მოუციათ ოპოზიციისთვის. 10 წელი გავიდა, დღეს იმ არხს „იმედი“ ჰქვია, სადაც 1 წლის გამავლობაში ასევე 2 წუთი პირდაპირი ეთერი არ მიუღია ოპოზიციას. გახსოვთ მაშინ იყო ასეთი ტელეპროექტი „რეალ ტვ“, რომელსაც ძალიან ბევრი დაქირავებული, ჭორების შემთხზველი ჰყავდა და მერე იმ ჭორების გამავრცელებელი მანქანა, ყველაზე უფრო ბინძური, ყველაზე უფრო უზნეო და ა.შ. 10 წელი გავიდა და ახლა „რეალ ტვ“ არ გვაქვს, ახლა „პოსტ ტვ“ გვაქვს. გახსოვთ, ჩვენ ძალიან გვინდოდა, ეს ქვეყანა მომხიბვლელი ყოფილიყო, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ მათ აქ თავიანთი პერსპექტივა დაენახათ. დღეს ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ვისაც საშუალება აქვს, უკვე გაქცეულია და სხვები ჩემოდნებს ალაგებენ. ეს გინდოდათ თქვენ ან მე? არა. დარწმუნებული ვარ, არც ახლა გინდათ! უბრალოდ, ძალიან ბევრი რამ სერიოზულად შეგვეშალა. არ ვიცი როდის მოხვალთ იმ აზრზე, რომ იმას დაუფიქრდეთ, რა შეგეშალათ. მე ძალიან ბევრ რამეს ვნანობ, 4 წლის განმავლობაში გაკეთებულს კი არა, რაც თქვენთან ერთად ვიყავი, ვერგაკეთებულს. იმას, რომ ვერ შევძელით 4 წლის განმავლობაში ის მანკიერი სისტემა, რომელიც მემკვიდრეობით დაგვხდა, შეგვეცვალა და ქვეყანა მართლა ევროპულ გზაზე დაგვეყენებინა. ეს რომ ვერ შევძელი მე და ძალიან ბევრმა ჩემმა კოლეგამ, მთელი ცხოვრება ტვირთად გამყვება იმიტომ, რომ მაშინ იყო ამის ამოძირკვის დრო“,- მიმართა უსუფაშვილმა ივანიშვილს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა